„ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.119.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №33

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები და დააფინანსოს სპეცილაური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები, ხოლო  30-ე მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სააღმზრდელო და საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა სასკოლო მზაობის სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 5–6 წლის ბავშვების მომზადებას სკოლისათვის. დღესისათვის ასეთი ბავშვების რაოდენობა 60-ია.

ზემოაღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტს ემატება  ახალი პუნქტი ,,დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურების პროგრამა“, რომლის დასაფინანსებლად საჭირო იქნება 1,5 ათასი ლარი.

აქედან გამომდინარე  1,5 ათასი ლარით მცირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ,,დასვენება, კულტურა და რელიგია“ მუხლის ახალგაზრდულული პროგრამების დაფინანსება  და შესაბამისად იზრდება  ,,განათლება“ მუხლის ზოგადი განათლების დაფინანსების ხარჯები .

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25  დეკემბრის №61 დადგენილებაში (სკ 190020020.35.119.016217)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ბიუჯეტის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსიის  42-ე  პუნქტი:

,,42. დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 07). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას და  აქედან გამომდინარე აღსაზრდელთა უნარ–ჩვევების განვითარებას ყველა მიმართულებით და 5–6 წლის ბავშვების მომზადებას სკოლისათვის.  პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ჯგუფები,  ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა არ იქნება 25 ბავშვზე მეტი.  ჯგუფში დაფინანსდება  სპეცილაურად მომზადებული აღმზრდელ–პედაგოგი და თანაშემწე. სასკოლო მზაობის ჯგუფების ორგანიზება განხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საგანმანათლებლო რესურს–ცენტრთან შეთანხმებით შერჩეულ, პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. პროგრამა დაფინანსდება სუბსიდირების წესით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.09.2015.
როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
„ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 30.09.2015. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.119.016260.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, №33, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016260 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2999378/