„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2015 წლის 29 სექტემბერი ქ. წალენჯიხა |
„ვ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ;“.
„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;
„დ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;“.
„მუხლი 120.პეტიციის წესით წარდგენილი დოკუმენტის რეგისტრაციისა და განხილვის წესი
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პეტიციის წესით წარდგენილ დოკუმენტებს დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი, პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას.
3. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ფურცელზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.
4. პეტიციით შეტანილი დოკუმენტის განხილვის პროცედურები განისაზღვრება, მსგავსი ტიპის დოკუმენტის განხილვისათვის, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება
1. დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიციირების პროცესში, ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება.
2. საერთო კრების გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების მდივნისა და რჩეულის უფლება-მოვალეობების, აგრეთვე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.
„1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირიც), ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.“.
„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
1.საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ-შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)-საკრებულოში წარდგენიდან 3 დღის ვადაში;
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში-საკრებულოში მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით-ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქლაქეთა მიღების გრაფიკი-გრაფიკის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში;
ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს-შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;
თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღებისა და შეხვედრის დღეეებს, ადგილსა და დროს-მიღებისა და შეხვედრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ი) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების მუშაობის წლიური ანგარიშები-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
კ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა-საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა-მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
მ) პეტიცია-მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ნ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინციატივა, მისი საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
„მუხლი 1171. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვა;
ბ) საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი („საკრებულოს ღია კარის სხდომა);
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მოსახლეობის გამოკითხვა;
დ) მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება;“.
|