„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №158

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებაში (სსმ, №151, 18.11.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც დაარღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების ან მსჯავრდებული დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წინ უნდა გაფრთხილდეს ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე და ხელი მოაწეროს გაფრთხილების ბარათს (დანართი №2).“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულб პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება უფლება მიეცეს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით ან მსჯავრდებულის სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე, თუ აუცილებელია ბრალდებულის მონაწილეობა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში.

2. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.

3. განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო. განცხადებას თან უნდა დაერთოს განსაკუთრებული პირადი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვას გასცემს გამომძიებელი ან პროკურორი, რომელიც წერილობით ეგზავნება დაწესებულებასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ  დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი).“.

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მიღება

1. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევათ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ბრალდებულს დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას. გაცილება ხორციელდება დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია არ დაემალოს გამცილებელ თანამშრომლებს და დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

3. დაწესებულების დროებით დატოვების დროს გამცილებელ თანამშრომლებს გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი (დანართი №1).“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, ხოლო ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. აღნიშნულ ვადებში შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.“;

ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს მისი კუთვნილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდისათვის.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაავადმყოფება

1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდში დაავადმყოფდა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია, გამცილებელი მოსამსახურეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის თაობაზე დაწესებულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა უახლოეს საერთო პროფილის საავადმყოფოში. თუ მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებულია საერთო პროფილის საავადმყოფოში, მკურნალობის განმავლობაში ამოიწურა დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება, ბრალდებული/მსჯავრდებული გადაჰყავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების თაობაზე იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.“;

ზ) მე-9 მუხლის

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს (გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულია:

ა) სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის გამო;

 ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;

 გ) გადამდები ინფექციური დაავადებების გამო.“;

ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.“;

ზ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილამდე მისვლის მარშრუტი და ტრანსპორტირების საშუალება.“.

თ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ საკითხის განხილვა, გასაჩივრება, ვადები

1. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილზე მისვლისა და უკან დაბრუნების მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება, მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დასაწყისი და დასასრული, უზრუნველყოფის ღონისძიება/ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

2. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

3. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორი გამოითხოვს მსჯავრდებულის დეტალურ დახასიათებას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

4. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის საქმისწარმოებას ახორციელებენ დეპარტამენტისა და დაწესებულების შესაბამისი სამსახურები.

5. გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს:

ა) მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში;

ბ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებების ფაქტებს;

გ) მსჯავრდებულის პიროვნებას;

დ) მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას;

ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს;

ვ) დანიშნულების ადგილს, სადაც მსჯავრდებული გაატარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს;

ზ) დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის მარშრუტს და ტრანსპორტირების საშუალებას;

თ) სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს ან/და დაკავშირებულია მის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან.

6. დახასიათებისა ან/და პირადი საქმის გამოთხოვა ხდება შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს დახასიათება ან/და პირადი საქმე მოთხოვნის მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში. დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების აღსრულება იწყება მისი გამოტანიდან 10 დღის შემდეგ.

7. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დედანი ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. გადაწყვეტილების ასლს მსჯავრდებულს გააცნობს დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში იმავე გვერდზე კეთდება შენიშვნა.

 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;

ი) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორს  შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

ბ) პირადი თავდებობა;

გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

2. შესაძლებელია ხანმოკლე გასვლის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლივი გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების/ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის დირექტორი შესაბამისი სამსახურის მეშვეობით შუამდგომლობის ავტორს აცნობებს დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში წერილობით დაადასტუროს უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მზადყოფნა. ასეთ შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელდება დადასტურების მიღების დღიდან.“.

კ) მე-12 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა მითითებული უნდა იყოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაში და არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.“;

კ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მსჯავრდებული დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მძიმედ დაავადმყოფდა ისე, რომ აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტილაზაცია, იგი ვალდებულია ამის თაობაზე უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს დაწესებულებას, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ქვედანაყოფს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამის საერთო პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში ბადრაგის დანიშვნის თაობაზე.“.

ლ) მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანი პირის პიროვნებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას.

3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში ხდება გირაოს შეტანა დაწესებულების დეპოზიტზე.“;

მ) მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის დაწესებულებაში გამოცხადებას.

2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი, გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.“.

 

3. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

„დანართი №3

 

მსჯავრდებულის მოწმობა

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის თაობაზე

 

მსჯავრდებული                                                                                                                          ფოტოსურათი

                                          

სახელი ––––––––––––––––––––––––                                           ბეჭედი

 

გვარი –––––––––––––––––––––––––

 

პირადი ნომერი –––––––––––––––––

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დაწესებულება, მისამართი, ტელეფონი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დანიშნულების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                    (ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)

 

მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დაწესებულებიდან გასვლა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                      (თვე, რიცხვი, საათი)

გავუშვი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                   (დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს ––––––––––––––––––––––––––––––

(დაწესებულებაში დაბრუნების თარიღი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების შესაბამისად)

გამოცხადდა დანიშნულების ადგილის პრობაციის ბიუროში ––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                            (ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                  (გამოცხადების თვე, რიცხვი, საათი)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

დატოვა დანიშნულების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                    (თვე, რიცხვი, საათი)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

დაწესებულებაში დაბრუნება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                           (თვე, რიცხვი, საათი)

დაბრუნდა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                       (ოპერატიული მორიგის/ცვლის მენეჯერის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

მოწმობის დახურვა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                 დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა

 

ბეჭდის ადგილი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი