ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.

განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დანართი №3

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წე