⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2006)

კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.1997
ძალის დაკარგვა 03.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1145
სარეგისტრაციო კოდი 270.020.000.05.001.000.307
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,031 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.1997 მიღება
03.07.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} @font-face {font-family:Literaturuly-ITV; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"Literaturuly-ITV","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.statiissatauri, li.statiissatauri, div.statiissatauri {mso-style-name:"statiis satauri"; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ ეს კანონი განსაზღვრავს კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შემუშავების, დადებისა და შესრულების სამართლებლივ საფუძვლებს. მისი მიზანია მუშაკთა და დამსაქმებელთა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების მოწესრიგება.     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. კოლექტიური ხელშეკრულება აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. შეთანხმება ითვალისწინებს შრომის პირობებს, დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკურ ვალდებულებებს განსაზღვრული პროფესიის, დარგის, ტერიტორიის მუშაკთათვის და იდება სახელმწიფო, დარგობრივ (დარგთაშორის, პროფესიულ) და ტერიტორიულ დონეზე. 3. მუშაკთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს პროფესიული კავშირები, მათი გაერთიანებები ან მუშაკთა უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც ირჩევენ საერთო კრებაზე (კონფერენციაზე). 4. დამსაქმებელთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეწარმეები ან მათი გაერთიანებები, ან დამსაქმებელთა მიერ უფლებამოსილი სხვა ორგანოები და პირები.     მუხლი 2🔗. კოლექტიური ხელშეკრულება და შეთანხმება კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება იდება კანონმდებლობის შესაბამისად, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, მუშაკთა, დამსაქმებელთა და მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოების ინტერესების გათვალისწინებით.     მუხლი 3🔗. კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების ძირითადი პრინციპები კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების ძირითადი პრინციპებია: ა) კანონმდებლობის დაცვა; ბ) მხარეთა თანასწორუფლებიანობა; გ) კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების განხილვისა და შერჩევის თავისუფლება; დ) ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა; ე) აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა; ვ) კონტროლი და პასუხისმგებლობა.     მუხლი 4🔗. შეთანხმების სახეები 1. შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროდან გამომდინარე შეიძლება დაიდოს გენერალური, დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) და ტერიტორიული შეთანხმება. 2. გენერალური შეთანხმება ადგენს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგების ზოგად პრინციპებს სახელმწიფო დონეზე. 3. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმება ადგენს შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ერთი ან რამდენიმე დარგისათვის ან პროფესიისათვის. 4. ტერიტორიული შეთანხმება ადგენს შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ქალაქის, რაიონის და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის, მისი თავისებურებების გათვალისწინებით. 5. შეთანხმება შეიძლება იყოს ორმხრივი ან სამმხრივი.     მუხლი 5🔗. კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების მხარეები 1. კოლექტიური ხელშეკრულების მხარეები არიან, ერთი მხრივ, დამსაქმებელი ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მეორე მხრივ, მუშაკები, პროფესიული კავშირებისა და მათი გაერთიანებების, ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი სხვა ორგანოების სახით, ხოლო ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – მუშაკთა მიერ არჩეული და უფლებამოსილი წარმომადგენლების სახით. 2. გენერალური შეთანხმების მხარეები არიან ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, პროფესიული კავშირების გაერთიანებები, მეწარმეთა გაერთიანებები ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოები. 3. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმების მხარეები არიან დამსაქმებლები, მეწარმეთა გაერთიანებები ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოები და პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები, ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილი ორგანოები, რომელთაც შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკება, დადონ ხელშეკრულება და უზრუნველყონ მათი შესრულება ამა თუ იმ დარგის საწარმოებში. 4. ტერიტორიული შეთანხმება იდება ადგილობრივი თვითმმართთველობისა და მმართველობის ორგანოებს, მეწარმეთა და პროფესიული კავშირების გაერთიანებებსა ან მუშაკთა უფლებამოსილ სხვა ორგანოებს შორის.     მუხლი 6🔗. საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი სამმხრივი კომისია 1. შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებისათვის, გენერალური შეთანხმებისა და კოლექტიური მოლაპარაკებისათვის იქმნება საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისია, რომელშიც შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირების ან მათი გაერთიანებების და მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები. 2. შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი სამმხრივი კომისია იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 7🔗. მოლაპარაკების წარმოება და კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადება 1.  სახელმწიფო, დარგობრივ (დარგთაშორის, პროფესიულ) ტერიტორიულ და საწარმოს დონეზე რამდენიმე პროფესიული კავშირის ან მათი გაერთიანების, ან მუშაკთა უფლებამოსილი სხვა ორგანოების არსებობისას, მათ უნდა ჩამოაყალიბონ ერთობლივი წარმომადგენლობითი ორგანო მოლაპარაკების წარმართვისა და კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების დასადებად. 2.  მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების დადებისას შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მუშაკთა საერთო კრება შეიმუშავებს კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს და ავალებს პროფესიულ კავშირს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს ამ პროექტის საფუძველზე აწარმოოს მოლაპარაკება დამსაქმებელთან ან მის უფლებამოსილ ორგანოსთან, შეთანხმების შემთხვევაში კი – დადოს ხელშეკრულება.     მუხლი 8🔗. კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთნ კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების პირობების შესრულება აუცილებელია იმ საწარმოებისათვის, რომლებზედაც იგი ვრცელდება და მხარეებისათვის, რომლებმაც დადეს კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება. თუ კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების პირობები მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით აუარესებს მუშაკთა მდგომარეობას, ისინი დადებისთანავე ბათილია.     მუხლი 9🔗. კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადებასა და შესრულებაში ჩარევის დაუშვებლობა კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების დადებისა და შესრულების დროს დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მეწარმეთა ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოების მხრივ ყოველგვარი ჩარევა, რამაც შეიძლება შეზღუდოს მუშაკთა ან მათ წარმომადგენელთა უფლებები.     მუხლი 10🔗. კოლექტიური ხელშეკრულების შინაარსი 1. კოლექტიური ხელშეკრულების შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. კოლექტიური ხელშეკრულებით საწარმოში დგინდება მხარეთა ურთიერთვალდებულებები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული ურთიერთობების მოწესრიგების შემდეგ სფეროებში: ა) წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებები; ბ) დასაქმების უზრუნველყოფა; გ) სამუშაოს ნორმირებისა და შრომის ანაზღაურების, ხელფასისა და სხვა სახის გასაცემლების (დანამატები, პრემიები და სხვა) ფორმები, სისტემები და ოდენობა; გ) გარანტიების, კომპენსაციების, შეღავათების დადგენა; დ) საწარმოს მოგების ფორმირებაში, განაწილებასა და გამოყენებაში (თუ ეს გათვალისწინებულია წესდებით) საწარმოს მუშაკთა მონაწილეობა; ე) მუშაობის რეჟიმის, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; ვ) შრომის პირობებისა და შრომის დაცვა; ზ) საბინაო-საყოფაცხოვრებო, კულტურული, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, მუშაკთა დასვენებისა და გაჯანსაღების ორგანიზება; თ) პროფესიული კავშირების ან მუშაკთა სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის გარანტია. 3. კოლექტიურ ხელშეკრულებაში შეთანხმებებისაგან განსხვავებით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი გარანტიები და სოციალური შეღავათები.     მუხლი 11🔗. შეთანხმების შინაარსი 1. გენერალური შეთანხმება ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ზოგად პრინციპებს, კერძოდ: ა) შრომის გარანტიას და დასაქმების უზრუნველყოფას; ბ) შრომის ანაზღაურებისა და შემოსავლის საკითხებში მუშაკის მინიმალურ სოციალურ გარანტიებს, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ დონეს; გ) მინიმალურ სოციალურ ნორმატივებს; დ) სოციალურ დაზღვევას;  ე) შრომით ურთიერთობებს, მუშაობისა და დასვენების რეჟიმს; ვ) შრომისა და გარემოს დაცვის პირობებს; ზ) მოსახლეობის სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. 2. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) შეთანხმება ითვალისწინებს: ა) დარგის საწარმოებისათვის შრომის ანაზღაურებასა და ნორმირებას, ხელფასის გარანტირებულ მინიმალურ დონეს, რომელიც ერთიანი სატარიფო სისტემის მიხედვით შეესაბამება მუშაკთა კვალიფიკაციას და მიესადაგება შრომის პირობებს; ბ) მინიმალურ სოციალურ გარანტიებს, კომპენსაციებს და შეღავათებს; გ) შრომით ურთიერთობებს; დ) შრომის დაცვის პირობებს; ე) საბინაო-საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, კულტურულ მომსახურებას, დასვენებისა და გაჯანსაღების ორგანიზებას. 3. დარგობრივმა (დარგთაშორისმა, პროფესიულმა) შეთანხმებამ გენერალურ შეთანხმებასთან შედარებით არ უნდა გააუარესოს მუშაკთა მდგომარეობა. გაუარესების შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება გენერალურ შეთანხმებას. 4. ტერიტორიული შეთანხმება ითვალისწინებს მუშაკთა სოციალური დაცვის ნორმებს. მასში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე გენერალური შეთანხმებისაგან განსხვავებული დამატებითი სოციალური გარანტიები, კომპენსაციები და შეღავათები.     მუხლი 12🔗. კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების მოქმედება 1. კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ვრცელდება ყველა მუშაკზე, მიუხედავად პროფესიული კავშირის წევრობისა. ამ დებულებების დაცვა სავალდებულოა როგორც დამსაქმებლის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოსათვის, ასევე მუშაკთათვის. შეთანხმების დებულებები სავალდებულოა შეთანხმების ყველა ხელმომწერი მხარისათვის. 2. კოლექტიური ხელშეკრულება და შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, ან იმ დღიდან, რომელიც მითითებულია კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან შეთანხმებაში. 3. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე მხარეები არ დადებენ ახალს ან არ გადასინჯავენ მოქმედს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როდესაც იცვლება მეწარმის მიერ უფლებამოსილი ორგანოს შემადგენლობა, სტრუქტურა ან დასახელება. 5. საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში კოლექტიური ხელშეკრულება ძალაშია იმ დრომდე, რა ვადითაც იგი არის დადებული, ან შეიძლება გადაისინჯოს მხარეთა შეთანხმებით. 6. საწარმოს მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში კოლექტიური ხელშეკრულება ძალაშია, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ამ პერიოდში მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკება ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან მოქმედში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. 7. საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში კოლექტიური ხელშეკრულება ძალაშია სალიკვიდაციო პერიოდში. 8. ახლად შექმნილ საწარმოში კოლექტიური ხელშეკრულება იდება დადგენილი წესით, საწარმოს შექმნიდან 3 თვის ვადაში. 9. დამსაქმებელმა ან მის მიერ უფლებამოსილმა ორგანომ კოლექტიური ხელშეკრულება უნდა გააცნოს ყველა მუშაკს. 10. შეთანხმების დამდებმა მხარეებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უნდა შეატყობინონ მუშაკს შეთანხმების შეცვლის ან მისი მსვლელობის შესახებ. 11. დარგობრივი (დარგთაშორისი, პროფესიული) და ტერიტორიული შეთანხმებების რეგისტრაცია ხდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულებებისა - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში.     მუხლი 13🔗. კოლექტიური მოლაპარაკება 1. კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების დადებამდე წარმოებს კოლექტიური მოლაპარაკება. 2. ნებისმიერი მხარე, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ხოლო ახლად შექმნილ საწარმოში – შექმნის მომენტიდან. 3. მხარე, რომელიც მიიღებს წერილობით წინადადებას მეორე მხარისაგან კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების დადების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ვალდებულია 7 დღის განმავლობაში დაიწყოს მოლაპარაკება. 4. კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების შემუშავების, დადებისა და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვის წესს განსაზღვრავენ მხარეები და აფორმებენ შესაბამისი ოქმით. 5. კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების პროექტის მოსამზადებლად და მოლაპარაკების გამართვისათვის მხარეთა წარმომადგენლებისაგან იქმნება სამუშაო კომისია. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავენ მხარეები. 6. მხარეებმა შეიძლება შეაჩერონ მოლაპარაკება კონსულტაციების, ექსპერტიზების, შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი მონაცემების მოპოვების ან კომპრომისის ძიების გამო. 7. კოლექტიური მოლაპარაკების მხარეები ვალდებულნი არიან მოლაპარაკების მონაწილეებს მიაწოდონ აუცილებელი ინფორმაცია კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების შინაარსის შესახებ. მოლაპარაკების მონაწილეებს უფლება არა აქვთ გასცენ მონაცემები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, რისთვისაც ხელს აწერენ შესაბამის ვალდებულებას. 8. სამუშაო კომისია მუშაკთა წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი ოქმით.     მუხლი 14🔗. უთანხმოების გადაწყვეტა 1. კოლექტიური მოლაპარაკების მიმდინარეობისას წარმოშობილი უთანხმოების მოსაწესრიგებლად მხარეები იყენებენ შემთანხმებელ პროცედურებს. 2. თუ მოლაპარაკების მსვლელობისას მხარეები ვერ თანხმდებიან, დგება ოქმი, რომელშიც შეიტანება მათ მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული წინადადებები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება აუცილებელია უთანხმოების მიზეზების აღმოსაფხვრელად; მასში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს მოლაპარაკების განახლების ვადები. 3. ოქმის შედგენიდან 3 დღის განმავლობაში მხარეები ატარებენ კონსულტაციებს, თავიანთი შემადგენლობიდან ქმნიან შემთანხმებელ კომისიას, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმართავენ მხარეთა მიერ არჩეულ შუამავალს. 4. შემთანხმებელი კომისია ან შუამავალი 7 დღის განმავლობაში განიხილავს ზემოაღნიშნულ ოქმს და გამოაქვს რეკომენდაციები დავის მოწესრიგების შესახებ. 5. კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების შემუშავების, დადების, მათში ცვლილებების შეტანის შესახებ მოლაპარაკების წარმოებისას პროფესიულ კავშირებს ან მუშაკთა მიერ უფლებამოსილ სხვა ორგანოებს თავიანთ მოთხოვნათა დასაცავად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ ჩაატარონ შეკრებები, მანიფესტაციები.     მუხლი 15🔗. გარანტიები და კომპენსაციები მოლაპარაკებისას მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები, აგრეთვე კომისიებში სამუშაოდ მოწვეული სპეციალისტები, მოლაპარაკებისა და პროექტის მომზადებისას თავისუფლდებიან ძირითადი სამუშაოდან, უნარჩუნდებათ ხელფასი და ეს დრო ეთვლებათ შრომის სტაჟში.     მუხლი 16🔗. კოლექტიურ ხელშეკრულებაზე და შეთანხმებაზე ხელის მოწერა 1. კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი განიხილება მუშაკებთან და შემდეგ გამოიტანება მათ საერთო კრებაზე (კონფერენციაზე). 2. თუ მუშაკთა საერთო კრება (კონფერენცია) მისაღები გადაწყვეტილების ძიებაში უარყოფს კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს ან მის ცალკეულ დებულებას, მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებას, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ამის შემდეგ პროექტი განიხილება მუშაკთა საერთო კრებაზე (კონფერენციაზე). 3. მუშაკთა საერთო კრების (კონფერენციის) მიერ მიღებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ საერთო კრების (კონფერენციის) მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. შეთანხმებას ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები კოლექტიური მოლაპარაკების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.     მუხლი 17🔗. კოლექტიურ ხელშეკრულებაში და შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს მათი მოქმედების პერიოდში მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, კოლექტიური ხელშეკრულებით ან შეთანხმებით განსაზღვრული წესით.     მუხლი 18🔗. კონტროლი კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესრულებაზე 1. კონტროლს კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების შესრულებაზე ახორციელებენ უშუალოდ მათი დამდები მხარეები ან მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლები. 2. მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს წარუდგინონ საჭირო ინფორმაცია კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. 3. კოლექტიური ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები ყოველწლიურად, დადგენილ ვადებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს აბარებენ მუშაკთა საერთო კრებას (კონფერენციას).     მუხლი 19🔗. სტატისტიკური მონაცემები კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ ორგანოები, რომლებიც აწარმოებენ კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების რეგისტრაციას, მონაცემებს აწვდიან საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დადგენილი ფორმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 20🔗. პასუხისმგებლობა კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადებასა და მოლაპარაკებაში მონაწილეობისაგან თავის არიდების გამო დამსაქმებლები ან მათი უფლებამოსილი ორგანოები, პროფესიული კავშირები ან მუშაკთა უფლებამოსილი სხვა ორგანოები, რომლებიც განზრახ თავს არიდებენ კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების დადებას, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებას, არღვევენ ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვადას, ვერ უზრუნველყოფენ მხარეთა მიერ დადგენილ ვადებში შესაბამისი კომისიის მუშაობას, პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 21🔗. პასუხისმგებლობა კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დარღვევისა და შეუსრულებლობისათვის დამსაქმებლებს ან მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებს, ან სხვა პირებს, რომელთა გამოც დაირღვა ან ვერ შესრულდა კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 22🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 10 დეკემბერი. №1145–IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 – სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239 2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 – სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88 3. ძალადაკარგულია – საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3132– სსმI, №23, 19.06.2006წ., მუხ.183