„განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
080060010.22.038.016571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №156

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში (სსმ, 080060010.22.038.016031, 25/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა  – არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემიდან მის განრიდებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – გადაწყვეტილება არასრულწლოვნის განრიდების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება არასრულწლოვნის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.11.2015.
როდის იქნა მიღებული „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №156. სარეგისტრაციო კოდი — 080060010.22.038.016571.
რამდენი მუხლისგან შედგება „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №156, 02.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 080060010.22.038.016571 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2999980/