„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010100000.62.074.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №6

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“.“

2.მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი

1. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საჯარო ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები.“

3.მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. უფროსი აუდიტორი

1. უფროსი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით);

გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა);

ე) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

4.მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. აუდიტორი

1. აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია გარე აუდიტის ჩატარების გამოცდილება);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, (სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა);

დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები.“

5.დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 7- წლიანი გამოცდილება, მათ შორის 3 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

გ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მართვის ცოდნა;

დ) ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების მართვის გამოცდილება;

ე) პროექტების მეთოდოლოგიური მართვის გამოცდილება;

ვ) სასურველია მონაცემთა დაცვის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

ზ) სასურველია პარტნიორი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;

ი) სასურველია სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება ან/და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;

კ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; დროის ეფექტური მართვის; გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ლ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office applications, MS Windows;

მ) სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

6.დაემატოს 192 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 192. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

1. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. T-SQL-ის სრულყოფილი ცოდნა;

დ) MS SQL Server 2008 R2, MS Windows 2008R2 და Linux based OS სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება;

ე) მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების კეთება და მათი აღდგენის ცოდნა და გამოცდილება;

ვ) ვირტუალური სერვერების VMware ESXi მართვის სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება;

ზ) CISCO-ს ქსელური მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება. მარშუტიზირების პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა, ვირტუალური ტუნელების აწყობის ცოდნა, 2-3 დონის კონცენტრატორებთან მუშაობის გამოცდილება; Firwall-ებთან მუშაობის გამოცდილება;

თ) სასურველია სხვადასხვა პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი და გამოცდილება;

ი) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, კომუნიკაციის, დროის ეფექტური მართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:MS Office applications, MS Windows;

ლ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

7.დაემატოს 193 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 193. დეველოპერი

1. დეველოპერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) NET, C# ტექნოლოგიების ცოდნა;

დ) MS SQL, ASP.NET, C#, Html, MVC 5, Web Api, JavaScript, PHP, CSS ცოდნა;

ე) რელიაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; T-SQL-ის ცოდნა;

ვ) სასურველია სხვადასხვა პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი და გამოცდილება;

კ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, კომუნიკაციის, დროის ეფექტური მართვის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ლ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:MS Office applications, MS Windows;

მ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.09.2015.
როდის იქნა მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2015. მიმღები ორგანო — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.62.074.016008.
რამდენი მუხლისგან შედგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3000051/