შპს „მომავალი“-ს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1626
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2015 წლის 18 სექტემბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,მომავალი’
( საიდენტიფიკაციო კოდი - 238750106)
დირექტორი - შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი - ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
განიხილა შპს ,,მომავალის’’ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს „მომავალი” (ს/ნ 238750106) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც არ ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრის” (ს/ნ 225053731), შპს „ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის (ს/ნ 225064541), შპს „ვანის რაიონული პოლიკლინიკის” (ს/ნ 229650222), შპს „ვანის რაიონული საავადმყოფოს” (ს/ნ 229650231), შპს „ფთიზისის” (ს/ნ 238726875), შპს „ფსიქიატრიის“ (ს/ნ 238726884), შპს „რკინიგზის სამტრედიის საგანყოფილებო საავადმყოფოს” (ს/ნ 238727605), შპს „ექიმის” (ს/ნ 238749645), შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის (ს/ნ 238750482) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას.
შპს „მომავალის” (ს/ნ 238750106) არაუზრუნველყოფილი კრედიტორია, ამავე ორგანიზაციის ყოფილი ბუღალტერი - რუსუდან სტურუა (პირადი №37001041638, მის: ქ. სამტრედია, აკ. წერეთლის ქ. №174). ორგანიზაციას მის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება - 7800.00 (შვიდიათას რვაასი) ლარის ოდენობით; ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია: 1. სახელმწიფო ბიუჯეტი - 1775.95 (ათასშვიდას სამოცდათხუთმეტი და 95) ლარი; სახელმწიფო ხაზინა - 1170.20 ლარი (№2/310-14 სამოქალაქო საქმე - 691.7 ლარი და №2/84-15 სამოქალაქო საქმე); 2. მარინა დარსაველიძე - ყოფილი თანამშრომელი, ექიმი (პირადი №37001048977, მის: სამტრედიის რ-ნი, სოფელი დიდი ჯიხაიში მე-2 ქ. №114). სახელფასო დავალიანება, დავალიანების ოდენობა - 6510.00 (ექვსიათას ხუთასათი) ლარი; 3. ნაზი ბუაძე - ყოფილი თანამშრომელი, ექიმი (პირადი №37001002463, მის: სამტრედიის რ-ნი, სოფელი ღანირი). სახელფასო დავალიანება, დავალიანების ოდენობა - 8370.00 (რვაათას სამასსამოცდაათი) ლარი; 4. ლიუზა ჯვარშეიშვილი - ყოფილი თანამშრომელი, ექიმი (პირადი №37001037179, მის: სამტრედიის რ-ნი, სოფელი მელაური). სახელფასო დავალიანება, დავალიანების ოდენობა - 6510.00 (ექვსიათას ხუთასათი) ლარი; 5. მაია ცანავა-ურუმაშვილი - შპს „მომავალის” (ს/ნ 238750106) ყოფილი ფირექტორი (პირადი №02001001065, მის: აბაშის რ-ნი, სოფელი მარანი მე014 ქ. №41). სახელფასო დავალიანება, დავალიანების ოდენობა - 15950.00 (თხუთმეტიათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი;
შპს „მომავალს” (ს/ნ 238750106), არც საკუთრებაში და არც ბალანსზე მოძრავი ქონება არ ერიცხება
მასალებში წარმოდგენილი სააღრიცხვო მასალის მიხედვით, მისამართით: ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №74. უძრავი ნივთი, აღრიცხულია 2004 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია: სამტრედიის სასწრაფო დახმარება შპს „იმედი“. შენობა-ნაგებობა ფართით: 188.4კვ.მ, აღნიშნულ სააღრიცხოვო ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია - 847 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება, რომლის ნარჩენი ღირებულებაც აღემატება 5000 (ხუთიათას) ლარს, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრირებულია როგორც დაუზუსტებელი ფართობი (ს/კ 34.08.13.069), მიწის ფართი: 847.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 182.40 კვ.მ) და ირიცხება შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის (ს/ნ 238750482) საკუთრებაში, რომლის სამართალმემკვიდრესაც თავისმხრივ წარმოადგენს, შპს ”მომავალი” (ს/ნ 238750106).
შპს „მომავალს” (ს/ნ 238750106) ერიცხება ასევე, დებიტორული მოთხოვნები, ჯამში 40641.72 ლარი, რომელთა მიმართ ვრცელდება ყადაღა, საწარმოს კრედიტორული დავალიანებების საფუძველზე. როგორც აუდიტორული კომპანია კომპაუდის 2015 წლის 09 სექტემბრის აუდიტორულ დასკვნაშია აღნიშნული, შპს „მომავალს“ ერიცხება დებიტორული მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, თანხით - 35 269.73 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2009 წლამდე, რაც ასევე დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 16 აპრილის №01/26298 წერილით. საზოგადოების მხრიდან, დებიტორული დავალიანებების ამოღების მიზნით კანონით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ. დავალიანების წარმოშობის შემდეგ გასულია 6 წელი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად ითვლება ხანდაზმულ დავალიანებად. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელახლა იწყება იმ თარიღიდან, როდესაც დავალიანების მქონე პირი ავანსის ან პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარების მოთხოვნის არსებობას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მითითებული დავალიანებების მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დებიტორული მოთხოვნა (35 269.73 ლარი) ხანდაზმულია.
ორგანიზაცის საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,მომავლის’’ გაკოტრება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მომავლის’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განმცხადებლის შპს ,,მომავლის’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2 . მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
5 . იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 9 ნოემბერს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3);
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2015 წლის 6 ოქტომბრამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ გვერდზე www.geocourts.ge;
12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .
მოსამართლე ციცინო კიკვაძე