“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები,

1995 წ., 27-30, მუხ. 575) საქართველოს 1995 წლის 4 აპრილის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტოლმობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის დამადასტურებლადაც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

 თბილისი,

 1997 წლის 11 დეკემბერი.

 №1151 –Iს