საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №746
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.06.2007
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№746
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №979 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. დეპარტამენტი არ ახორციელებს ფასიან მომსახურებას.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და სხვა საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;
გ) ოპერატიული თვალსაზრისით სხვა საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება კანონით დადგენილი წესით;
დ) კვლევის სპეციალური საშუალებების, თანამედროვე ტექნიკის, ახალი მეცნიერული მეთოდებისა და საექსპერტო მიმართულებების დანერგვა-განვითარება დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;
ე) მაღალი ხარისხის საექსპერტო მომსახურების მიზნით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და ხარისხის კონტროლი;
ვ) დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, მთავარ ექსპერტთა, უფროს ექსპერტთა და ექსპერტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მუშაობის შემოწმება და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ზ) საქართველოსა და საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 4🔗
1. დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში ექსპერტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის კვალის, საგნის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენა, დაფიქსირება და ამოღება;
გ) კანონით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება;
დ) დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ჰაბიტოსკოპიური, ნარკოლოგიური, გენეტიკური პროფილისა და სხვა მონაცემთა ბაზების წარმოება და განვითარება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო სამსახურების მიმართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო კრიმინალისტიკური კარტოთეკებითა და მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა;
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) კვლევის სპეციალური საშუალებების, თანამედროვე ტექნიკის, ახალი მეცნიერული მეთოდებისა და საექსპერტო მიმართულებების დანერგვა-განვითარება;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საექსპერტო და სპეციალურ კვლევებს:
ა) დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება;
ბ) ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ექსპერტიზა, ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზა, რადიაციული ექსპერტიზა, სახანძრო ექსპერტიზა;
გ) ავტოტექნიკური ექსპერტიზა;
დ) ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზა, ცივი იარაღის კვლევა;
ე) ქიმიური, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, ფარმაცევტული პრეპარატების და ბიოლოგიური ექსპერტიზა;
ვ) ხელნაწერების გრაფიკული ექსპერტიზა, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა;
ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
თ) ეკონომიკური საქმიანობის კვლევა და ფინანსური ექსპერტიზა;
ი) სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
კ) ფონოსკოპიური ექსპერტიზა;
ლ) ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზა;
მ) კომპიუტერული ექსპერტიზა;
ნ) ოდოროლოგიური ექსპერტიზა;
ო) ნარკოლოგიური ექსპერტიზა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახის ექსპერტიზის წარმოება.
თავი II
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესრულებას;
ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების შესახებ;
გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
დ) კანონით განსაზღვრული წესით გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ორგანიზებას უწევს გამოკვლევათა მეთოდიკების სრულყოფას, ვალიდაციას, ახალი მეთოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების შემუშავებას; უზრუნველყოფს მათ დამტკიცებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ და პასუხისმგებელნი არიან დეპარტამენტის იმ დანაყოფების საქმიანობაზე, რომლებიც განსაზღვრულია დირექტორის მიერ.
4. დირექტორის მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა და კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ექსპერტიზის სამმართველო;
ბ) ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;
გ) ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური;
ე) კინოლოგიის სამსახური;
ვ) საერთო განყოფილება (კანცელარია);
ზ) აჭარის ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ი) იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
კ) სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ლ) შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
მ) მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ნ) ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ო) კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა ქვედანაყოფებად.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების, მათ შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
მუხლი 8🔗
1. ექსპერტიზის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) კანონით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღება და სხვა ნიმუშების აღება;
გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
დ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
2. ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი ანგარი შვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 10🔗
1. ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მაღალი ხარისხის საექსპერტო მომსახურების ორგანიზება და გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრა ყველა რგოლში და მათი შესწორება, აგრეთვე საჭირო ზომების მიღება მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად;
გ) ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;
დ) ყველა თანამშრომლის ინფორმირება და ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებში;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) დეპარტამენტში შესათანხმებლად შემოსული ნორმატიული აქტების განხილვა;
ზ) დეპარტამენტის სამეურნეო, სასაწყობე და სატრანსპორტო საკითხების უზრუნველყოფა;
თ) დეპარტამენტის დანაყოფების მიერ შესრულებული სტატისტიკური მონაცემების შედგენა, დამუშავება და შეჯამება.
2. ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ბ) გამოკვლევის პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვის უზრუნველყოფა;
გ) კანონით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება და ფოტოგადაღების წარმოება;
დ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება.
2. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 12🔗
1. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ოდოროლოგიური კვალის, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში მონაწილეობა;
ბ) ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
დ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
ე) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სათანადო მომზადება;
ვ) კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლების მოვლა-პატრონობა და ვეტერინარული მომსახურება.
2. კინოლოგიის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. რეგიონალური დანაყოფების კომპეტენციაა:
ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
დ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
ე) კანონით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღების წარმოება;
ვ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. რეგიონალური სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. საერთო განყოფილების (კანცელარია) კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა; დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა; დეპარტამენტის მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია; დეპარტამენტის საარქივო მასალის შენახვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით განადგურება;
ბ) დეპარტამენტში დანიშნული და შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების, მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა, სისტემატიზაცია და გაცემა (გარდა ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. საერთო განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.