„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკსა და სოფელ სვენეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (ჯამში 5.0062 ჰა) და მათზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2067
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2067

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკსა და სოფელ სვენეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (ჯამში 5.0062 ჰა) და მათზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ნივთების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე, იმ პირობით, რომ საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი წლიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით, კერძოდ, 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ოდენობით, მე-2 საიჯარო წლიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე.

2.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.    ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი