საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და აღნიშნულ უძრავ ქონებაში განთავსებული ავეჯისა და ტექნიკის აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2021
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და აღნიშნულ უძრავ ქონებაში განთავსებული ავეჯისა და ტექნიკის აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქალაქ ყვარელში, ილიას გორაზე (სტადიონი) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №57.35.52.011) განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის ნაწილი ფართი – 76.7 კვ.მ, აღნიშნულ ფართში განთავსებული ჩაშენებული ბარის ინვენტარი და ტექნიკა, ასევე ავეჯი ქართული ღვინის სტენდის მოწყობის მიზნით, იჯარის უფლებით გადასცეს შპს „მეღვინეობა ხარებას“, სს „კორპორაცია ქინძმარაულს“ და შპს „ქინძმარაულის მარანს“ არა უმეტეს ორი წლის ვადით, თითოეული მათგანისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირით – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი