1.
საჯარიმო  ქვითრებით – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევათა  ოქმებით  მომარაგებას  სამართალსუბიექტი   ახორციელებს   დამოუკიდებლად.

2.
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის  ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3).

3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

4.
ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟულნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტი ხელმძღვანელის ხელმოწერითა და სამართალსუბიექტის ბეჭდით.

5.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

6.
ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე,რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

7.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

8.
კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

9.
ჟურნალი იხსნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის იმ უფლებამოსილ თანამშრომელთან, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრისცხვის ფორმების გაცემას.

10.
ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11.
ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევების