მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.1998
ძალის დაკარგვა 01.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1478
სარეგისტრაციო კოდი 010.140.020.05.001.000.380
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი 27.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPKolheti; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი
მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ
ეს კანონი, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის აღდგენის, ქვეყნის განვითარების პერსპექტივების, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმათა გათვალისწინებით, ქმნის იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების რეგულირებისა და კონტროლის საფუძვლებს, ადგენს საქართველოში შემომსვლელ და საქართველოდან გამსვლელ მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ერთიან ფორმასა და მიგრანტთა ინსპექტირებას.
თავი I
ძირითადი დებულებანი
მუხლი 1🔗. მიგრანტთა ინსპექტირება
მიგრანტთა ინსპექტირება არის ქვეყანაში იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალება, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა) მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრაცია მიგრანტის ბარათის საფუძველზე;
ბ) უკანონო მიგრანტთა გამოვლენა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იმიგრაცია – მიგრანტთა ქვეყანაში შემოსვლის პროცესი;
ბ) ემიგრაცია – მიგრანტთა ქვეყნიდან გასვლის პროცესი;
გ) მიგრანტი – იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონაწილე პირი;
დ) ტრანზიტული მიგრაცია – მიგრანტთა ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე შუალედური ქვეყნის (ქვეყნების) გავლით გადაადგილების პროცესი;
ე) მიგრაციული კონტროლი – ქვეყანაში დადგენილი იმიგრაციული კვოტის დაცვისა და უკანონო მიგრაციის აღკვეთის პროცესი;
ვ) უკანონო მიგრანტი – კანონმდებლობის დარღვევით ქვეყანაში შემოსული ან მყოფი პირი;
ზ) დეპორტაცია – მიგრანტის ქვეყნიდან გაძევების პროცესი.
მუხლი 3🔗. კანონმდებლობა მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ
კანონმდებლობა მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. კანონის მოქმედების სფერო
მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ კანონი გამოიყენება:
ა) იმ უცხოელთა მიმართ, რომელთაც აქვთ საქართველოში შემოსასვლელი ვიზა;
ბ) იმ უცხოელთა მიმართ, რომელთა საქართველოში შემოსვლა ვიზის გარეშე დაშვებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა (საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, იმიგრანტი) მიმართ, რომლებიც გადიან საქართველოდან;
დ) საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების მიმართ.
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1758 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.7
მუხლი 5🔗. მიგრანტის ბარათი
1. მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და ინსპექტირება წარმოებს მიგრანტის ბარათით.
2. მიგრანტის ბარათით ხდება საქართველოდან გამსვლელ საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა სტატისტიკური აღრიცხვა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის კონტროლი.
3. მიგრანტის ბარათის ფორმასა და გაცემის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
4. მიგრანტის ბარათის მონაცემთა საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ქმნის იმიგრაციულ-ემიგრაციულ საინფორმაციო ბანკს.
მუხლი 6🔗. მიგრანტთა მიერ მიგრანტის ბარათის წარდგენის სავალდებულოობა
საქართველოში შემომსვლელი და საქართველოდან გამსვლელი ყველა მიგრანტი ვალდებულია შეავსოს და თან იქონიოს მიგრანტის ბარათი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კომპეტენტურ პირებს.
მუხლი 7🔗. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადა
1. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადა უცხოელთათვის, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საქართველოში შემოსასვლელი ვიზა, არის მიგრანტის მიერ ბარათში მითითებული საქართველოში ყოფნისა და საქმიანობის ვადა, რომელიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას.
2. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადა უცხოელთათვის, რომლებიც არ საჭიროებენ ვიზას, არის მიგრანტის მიერ ბარათში მითითებული საქართველოში ყოფნის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელიწადს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიგრანტი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში.
3. მიგრანტთა ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 8🔗. მიგრანტთა ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოები და ინსპექტირებისათვის საჭირო სახსრები
1. მიგრანტთა ინსპექტირებას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ამ ფუნქციის დელეგირების პრინციპით.
2. მიგრანტთა ინსპექტირების განხორციელებისას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ურთიერთმოქმედების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. მიგრანტთა ინსპექტირებისა და უკანონო მიგრანტთა დეპორტაციისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
მუხლი 9🔗. მიგრანტთა ინსპექტირებისაგან განთავისუფლება
ინსპექტირებისაგან თავისუფლდებიან:
ა) უცხოეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურები და თანამშრომლები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით;
ბ) საერთაშორისო ავიახაზის მგზავრები – ტრანზიტული მიგრანტები, რომელთაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია.
მუხლი 10🔗. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3089– სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.168
მუხლი 11🔗. უცხოელთა პასუხისმგებლობა საქართველოში ყოფნის ვადის დარღვევისათვის
უცხოელთა პასუხისმგებლობა საქართველოში ყოფნის ვადის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 12🔗. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მოამზადოს:
ა) მიგრანტის ბარათის ფორმა და გაცემის წესი;
ბ) იმიგრაციულ-ემიგრაციული საინფორმაციო ბანკის მონაცემთა ხმარების წესი;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად დებულება „სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ";
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დებულება „ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ";
ე) მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესი.
თავი III
დასკვნითი დებულება
მუხლი 13🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1478–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1758 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.7
2. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2535– სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.16 (2006 წლის 1 ივნისიდან)
3. საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3089– სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.168