,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2015 წლის 30 სექტემბერი ქ. ბათუმი
|
ა) საკრებულოს რეგლამენტის თავი XI-ის სათაური (,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონიმიკური საფუძვლები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი განსაკუთრებული წესები“
ბ) საკრებულოს რეგლამენტის XI თავში 49-ე მუხლის სათაური (,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“) მისი სტრუქტურა და შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 49. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი
1. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი განსაკუთრებული წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით.
2. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი მოიცავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას (კორექტირებას) დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან ასევე, სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა განპირობებულია, საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად გადასახდელების მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრისა და გაწევის უფლებით, აგრეთვე, კანონით დადგენილ ან შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი პასუხისმგებელია ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, წარდგენაზე, დაზუსტებაზე (კორექტირებაზე), ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე.
6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო უფლებამოსილია ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე, ბიუჯეტის შესრულების კონტროლზე (მონიტორინგზე) და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების შეფასებაზე.“.
გ) საკრებულოს რეგლამენტის XI თავში 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს ,,491 – 4911“ მუხლები შესაბამისად შემდეგი შინაარსით:
,,მუხლი 491. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოში შეტანის წესი
1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტები საკრებულოში შეიტანება მხოლოდ გამგებლის წარდგინებით შესაბამისი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს გამგებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოსთან, სხვა შესაბამის ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის სამსახურებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან კონსულტაციით.
3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი გეგმა, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტის გამგებლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები;
ბ) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებული მაჩვენებლები;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:
გ.ა) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების და მათ ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, მიზნები და მოსალოდნელ შედეგები;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების მოცულობები;
გ.დ) დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრული რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები, მხარჯავი ორგანიზაციების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების) მიხედვით.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელშიც აისახება არანაკლებ შემდეგ ინფორმაცია:
ა ) ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) შემოსავლები (შემოსავლის საერთო მოცულობა, ძირითადი წყაროები და სახეობები);
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების კლება;
ბ.გ) ფინანსური აქტივების კლება;
ბ.დ) ვალდებულებების ზრდა;
დ) ბიუჯეტის გადასახდელები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
დ.ა) ხარჯები (ხარჯების საერთო მოცულობა, ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები);
დ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
დ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
დ.დ) ვალდებულებების კლება;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადებისთვის, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 1%;
ე) ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება (დაგროვება - გამოყენება);
ვ) ბიუჯეტის პროფიციტის (დადებითი მთლიანი სალდო) ან დეფიციტის (უარყოფითი მთლიანი სალდო) მოცულობა;
ზ) საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი ფულადი სახსრები, მათ შორის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა;
თ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;
ი) ბიუჯეტით განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებები, პროგრამების/ქვეპროგრამების, მოსალოდნელი შედეგები და შესრულების შეფასების ინდიკატორები;
კ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;
ლ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა (წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნებების მოცულობა);
მ) დონორების (ფონდების) მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა (ტრანსფერებით) და გრანტებით დაფინანსებული პროექტები;
ნ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ორგანიზაციული (მხარჯავი სუბიექტების), ეკონომიკური და პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ო) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებული საშუალოვადიანი პრიორიტეტები მათი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;
პ) დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის, ბიუჯეტის დაფინანსებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საშუალოვადიანი პრიორიტეტების, ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, შესაბამისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;
5. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები:
ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი:
ა.ა) ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ინდიკატორების აღწერა;
ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების აღწერა;
ა.გ) ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა;
ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა:
ბ.ა) შუალედური შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები;
ბ.ბ) ინფორმაცია პროგრამული და კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) პროექტების შესრულების შესახებ;
ბ.გ) ინფორმაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;
გ) წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი.
დ) ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და საკრებულოს მიერ არ მტკიცდება.“.
,,მუხლი 492. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტი საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ, საკრებულოში შეტანის დღესვე და საჯარო განხილვისთვის პროაქტიულად ქვეყნდება, დადგენილი წესით (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით), მისი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი თანდართული მასალებით დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი ხდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციისთანავე.
3. საკრებულოს აპარატში რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს ის კომისიები და ფრაქციები, რომლებსაც გადაეცათ აღნიშნული პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში მათი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც დაინტერესებული პირების მიერ შეიძლება წარდგენილი იქნეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით და მოსაზრებების წარდგენის ვადა.
5. დაინტერესებული პირების (საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეების) მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები) წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. ზემოთაღნიშნული მოსაზრებები იმავე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს.
6. საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და საკრებულოს ფრაქციების მიერ მომზადებული დასკვნები (შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები) და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით იმავე დღესვე, არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, წარუდგენს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას.
7. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია ატარებს კომისიის გაფართოებულ (ან კომისიათა გაეთიანებულ სხდომას) არაუგვიანეს 24 ნოემბრისა. სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრება საკრებულოს სხვა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. სხდომას შესაძლებელია ესწრებოდეს აგრეთვე საკრებულოს სხვა წევრები და საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამგეობის თანამდებობის პირები. სხდომაზე განიხილება ფრაქციებისა და სხვა დარგობრივი კომისიების დასკვნები, ასევე საკრებულოს წევრებისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებთან და წინადადებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები. საფინანნსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია თავის გაფართოებულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე ღებულობს შემაჯამებელ დასკვნას პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით კენჭისყრა შეიძლება მოეწყოს თითოეულ შენიშვნაზე ცალ-ცალკე ან შემუშავებული იქნეს კომისიის შემაჯამებელი დასკვნის ტექსტი, რომელსაც შესაძლებელია ერთიანად ეყაროს კენჭი. საფინანნსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, არაუგვინეს 25 ნოემბრისა.
9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მიმართ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს საფინანნსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე, ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას, მასში დაფიქსირებული ყველა შენიშვნით, რეკომენდაციით და წინადადებით, ბიუჯეტის პროექტთან ერთად უბრუნებს გამგებელს, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
10. გამგებელი ვალდებულია, საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნების ავტორებთან ერთად, განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება), არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.
11. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტი შესწორების შემთხვევაში), ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში.“.
,,მუხლი 493. საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვის, ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესი
1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ხდება:
ა) შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა;
ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, შენიშვნების შესახებ გამგებლის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა.
2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, გამგებელთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელ დასკვნას.
3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარიმართება შემდეგი თანამიმდევრობით: პროექტის ზოგადი საფუძვლები, შემოსულობები და გადასახდელები. საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნით, შეიძლება როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი.
5. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ გამგებელთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული.
6. თუ საკრებულოს მიერ კენჭისყრის შედეგად, ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მაშინ მიღებულად ითვლება ის მუხლიც (პუნქტიც), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული.
7. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, მაშინ საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ 25 ნოემბრამდე გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
8. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებითა და მისივე ხელმძღვანელობით იქმნება ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს ფრაქციებისა და გამგებლის წარმომადგენელთა, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ სხვა პირთა მონაწილეობით.
9. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა), ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საკრებულო, ამ რეგლამენტის 492 და 493 მუხლებით დადგენილი წესით.
10. ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვის შემდეგ, ყოველი კალენდარული წლისთვის, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე (გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში), ამტკიცებს საკრებულო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების სახით, რომელიც მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
13. დასაგეგმი წლის დაწყებამდე, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების არაუმეტეს 1/12-ისა.
14. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
,,მუხლი 494. მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების წესი
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს გამგებლის მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.
2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.“.
,,მუხლი 495. დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების (კორექტირების) წესი
1. დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტება (კორექტირება) არის, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით - ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების (ასიგნებების) გადანაწილების შესახებ.
2. ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისა.
4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შესაძლებელია შეუზღუდავად.
5. გამგებელი უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების (განაცხადის) საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. გამგებელი უფლებამოსილია, ასევე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს საკრებულოს.
7. თუ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, მაშინ გამგებელმა სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
8. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2 - მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები ხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება (კორექტირება) ხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 496. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტისთვის თანდართული მასალები უნდა შეიცავდეს ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, განახლებულ საშუალოვადიან პრიორიტეტებს და ფისკალურ პროგნოზებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.
3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი იმავე წესით, რა წესითაც ხდება მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის წარდგენა, განხილვა და დამტკიცება.“.
,,მუხლი 497. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების პერიოდულობა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიში - ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით, საკრებულოში შეიტანება ცნობის სახით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ, საბიუჯეტო წლის ყოველი თვის დასრულებიდან ათი დღის ვადაში.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური ანგარიში - ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან, საკრებულოში შეიტანება განსახილველად გამგებლის წარდგინებით საბიუჯეტო წლის ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოში შეიტანება განსახილველად საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.“.
,,მუხლი 498. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოში შეტანის, გამოქვეყნების, წინასწარი განხილვის, საკრებულოს სხდომაზე წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშში, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, აისახება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) საანგარიშგებო წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი დაზუსტებები, ცვლილებები და დამატებები;
გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარება შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთები (გამოუყენებელი სახსრები, მათ შორის: გარდამავალი საბრუნავი საშუალებების და თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობები) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ე) მუნიციპალური პროგრამებისა და ძირითადი ღონისძიებების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტება, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ვ) სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფა;
ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მხარჯავი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა და მიღწეული შედეგები;
თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიური შედეგები;
ი) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აქტივები და ვალდებულებები.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ და პროაქტიულად ქვეყნდება (საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით) მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს კომისიებში მისი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა.
5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის გამოქვეყნებიდან 10 დღის პერიოდში, საკრებულოს მიერ ეწყობა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წინასწარი განხილვა, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ წლიური ანგარიშის გაცნობის, შეკითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა, საკრებულოს კომისიების შესაბამის სხდომებზე წინასწარ განიხილება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აუდიტორული შემოწმების შედეგები, დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომედაციები, წინადადებები) და საკრებულოს აპარატს წარედგინება კომისიების შესაბამისი დასკვნები.
7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმები პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის მიზნით საკრებულოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს და ძირითად მომხსენებლად გამოდის გამგებელი, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებისთვის, მეორე მომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს გამგებლის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.
10. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტორის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).
11. მომხსენებელთა და თანამომხსენებელთა მოსმენის შემდეგ იწყება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა (დებატები) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. საკრებულოს სხდომა საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, იღებს გადაწყვეტილებას (განკარგულებას) ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.
13. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას, რაც შეიძლება გახდეს გამგებლისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირების მიზეზი. ამ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აყენებს გამგებლისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს.
14. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, დამოუკიდებელი აუდიტორის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნა, საჯარო ინფორმაციაა, რომლის საზოგადოებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.
,,მუხლი 499. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები (დასკვნა) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ წარედგინება საკრებულოს ბიუროს. მნიშვნელოვანი ხარვეზის (ხარვეზების) გამოვლენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიურო ღებულობს გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის (კომისიების) მიერ საკითხის (საკითხების) შესწავლის, წინასწარი მომზადებისა და საკრებულოს სხდომაზე გასატანად, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. გამგეობის მიერ განხორციელებული საფინასო-ეკონომიკური საქმიანობის,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება.
4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.
5. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე (გასაწევი აუდიტორული მომსახურების ზუსტი შინაარსი), რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
6. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობის შესაბამისი სამსახური (გამგეობის სატენდერო კომისია) ვალდებულია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა.
8. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება, საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
9. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ.
10. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა, რაციონალურობა, ეკონომიურობა, ეფექტიანობა და საკრებულოში წარმოადგინოს შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
11. ბიუჯეტის შესრულების პერიოდული: ყოველთვიური ანგარიშის ცნობად მიღება, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა, განხილვა და დამტკიცება საკრებულოს აძლევს საშუალებას:
ა) სისტემატური კონტროლი გაუწიოს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას;
ბ) გაანალიზოს და შეაფასოს თუ რამდენად კანონიერად, მიზნობრივად, რაციონალურად, ეკონომიურად და ეფექტიანად იქნა ხარჯები გაწეული;
გ) დაადგინოს მიღწეული იქნა თუ არა პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული მიზნები;
დ) დააფიქსიროს აღმასრულებელი ორგანოსა და გამგეობის მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები (ხარვეზები);
ე) შეიმუშაოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები და წინადადებები, თუ რისი გათვალისწინებაა საჭირო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას;
12. საკრებულო უფლებამოსილია, დამოუკიდებელი აუდიტორის, შიდა აუდიტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მეშვეობით, სისტემატურად გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა და მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) დასვას გამგეობის ცალკეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
ბ) მიმართოს გამგებელს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.“.
,,მუხლი 4910. საფინანსო-ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის წესი
1. საფინანსო-ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.
2. საფინანსო-ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია გამგებლის და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის მუნიციპალიტეტის ფინანსებზე გავლენის შესახებ.
3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო წყაროს (წყაროების) თაობაზე.
4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მხოლოდ გამგებლის მიერ ან/და გამგებლის თანხმობით.
5. საფინანსო-ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 4911. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებისა და გაუქმების წესი
1.გამგებლის მიერ ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი შეთანხმები თუ გარიგები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
3. ინიციატორი, მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი შეთანხმების თუ გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ გამგებელი.
4. მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღება, სხვა პირის სასარგებლოდ თავდებობა ან რაიმე სხვა გარანტიის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობითა და საქართველოს მთავრობის ნებართვით (განკარგულებით).
5. საკრებულოს მიერ გამგებლისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე ან გაუქმებაზე.
6. საკრებულო განიხილავს ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) პროექტს და თავისი გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო, ასევე უფლებამოსილია ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე გამგებელს მისცეს წინასწარი თანხმობა გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში გამგებელი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე.
7. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე საკრებულოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.“.
„1. საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, შეადგინოს, გამოაქვეყნოს და ამომრჩევლებს წარუდგინოს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
|