სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2015
ძალის დაკარგვა 30.01.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის
დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
2.
მუნიციპალიტეტის გამგებელს.
3.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
4.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.
მუხლი 4🔗
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის –
ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ)
2 (ორი) ფოტოსურათი;
გ)
პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5🔗
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2.
შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მუხლი 7🔗
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა.