,,2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 24.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.001.142
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 26/09/2008
matsne.gov.ge 2,143 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 44.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №197 2008 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი 2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 321202) შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:     მუხლი 1🔗. დაფინანსების ოდენობა 1. 2008-2009 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის გამოიყოს 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი. 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) წლიური ოდენობის ფარგლებში. 3. სოციალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურისა და დადგენილი კრედიტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში. 4. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სტუდენტზე გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 60 კრედიტზე. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვებს 60 კრედიტზე ნაკლებს, მასზე სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ამ პუნქტით დადგენილი კრედიტების რაოდენობის პროპორციულად. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს გრანტის ნაწილობრივ ოდენობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში.     მუხლი 2🔗. სტუდენტი 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა სრული გრანტი, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა. 2. ამ დადგენილების მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება. ის აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.     მუხლი 3🔗. სტუდენტთა კატეგორიები სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: 1. 150 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან: ა) მესტიის მუნიციპალიტეტში: ა.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 6 სტუდენტს; ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 3 სტუდენტს; ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში: ბ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; ბ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 2 სტუდენტს; გ) ონის მუნიციპალიტეტში: გ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; გ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 2 სტუდენტს; დ) ქედის მუნიციპალიტეტში: დ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე –12 სტუდენტს; დ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 6 სტუდენტს; ე) ხულოს მუნიციპალიტეტში: ე.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 16 სტუდენტს; ე.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 8 სტუდენტს; ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში: ვ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 12 სტუდენტს; ვ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 6 სტუდენტს; ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში: ზ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 2 სტუდენტს; ზ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 1 სტუდენტს; თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში): თ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; თ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 2 სტუდენტს; ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში: ი.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 8 სტუდენტს; ი.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში: კ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 6 სტუდენტს; კ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 3 სტუდენტს; ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში: ლ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; ლ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 2 სტუდენტს; მ) წალკის მუნიციპალიტეტში: მ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 6 სტუდენტს; მ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 3 სტუდენტს; ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში: ნ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 8 სტუდენტს; ნ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს; ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში პანკისის ხეობისა და ზემო- და ქვემო ალვანის სკოლებში: ო.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 8 სტუდენტს; ო.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 4 სტუდენტს. 2. 135 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს კონფლიქტის ზონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან: ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში: ა.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 55 სტუდენტს; ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 25 სტუდენტს; ბ) „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში: ბ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 35 სტუდენტს; ბ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 20 სტუდენტს. 3. 30 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში: ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 20 სტუდენტს (მათ შორის, თბილისში, არა უმეტეს 10 სტუდენტისა); ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 სტუდენტს. 4. 30 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში: ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 20 სტუდენტს (მათ შორის, თბილისში, არა უმეტეს 10 სტუდენტისა); ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 სტუდენტს. 5. 45 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები: ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 30 სტუდენტს; ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 15 სტუდენტს. 6. 13 სტუდენტს, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები: ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 8 სტუდენტს; ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 სტუდენტს. 7. 30 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლ (უდედმამო) და მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილით) წევრები: ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 20 სტუდენტს; ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 სტუდენტს.     მუხლი 4🔗. რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები 1. იმ სტუდენტის მონაცემები, რომელიც ერთდროულად განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიას, დაფინანსების მოსაპოვებლად განიხილება ჯერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო შემდგომ ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების ფარგლებში. 2. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, რაც უნდა მიუთითოს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ განცხადებაში.     მუხლი 5🔗. დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს 1. თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში თანაბარი სკალირებული ქულა აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, წარმოდგენილი თანამიმდევრობის დაცვით: ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად. 3. თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი) – თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 4. თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა დაფინანსების პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, თანაბარი დაფინანსების მიღების უფლება აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება ამ სტუდენტებზე გაიცემა დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით. 5. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა – დაფინანსებას არ მიიღებენ.     მუხლი 6🔗. სტუდენტთა დარჩენილი რაოდენობის გადანაწილება ქვეკატეგორიების მიხედვით ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა ქვეკატეგორიების მიხედვით გადანაწილდება საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად: ა) თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების სტუდენტთა რაოდენობა ამ ქვეკატეგორიებით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია, სტუდენტთა დარჩენილი რაოდენობა დაემატება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ – „ო.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას და გადანაწილდება დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპით; ბ) თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების სტუდენტთა რაოდენობა ამ ქვეკატეგორიებით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია, დარჩენილი გრანტის რაოდენობა დაემატება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ – „ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას და გადანაწილდება დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპით; გ) თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ამ ქვეკატეგორიებით დადგენილ რაოდენობაზე, დასაფინანსებელი სტუდენტების დარჩენილი რაოდენობა აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სხვა ქვეკატეგორიას და გადანაწილდება ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპით; დ) თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ამ ქვეკატეგორიებით დადგენილ რაოდენობაზე, დასაფინანსებელი სტუდენტების დარჩენილი რაოდენობა პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სხვა ქვეკატეგორიას და გადანაწილდება დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპით.     მუხლი 7🔗. დარჩენილი თანხის გადანაწილება კატეგორიების მიხედვით 1. თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად იგი გადაუნაწილდებათ შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თანაბარქულიან სტუდენტებს; ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით კონკურსის შემთხვევაში; გ) 2007-2008 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს), რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში; დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით კონკურსის შემთხვევაში. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპის მიხედვით გადაუნაწილდებათ შესაბამის სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.     მუხლი 8🔗. განცხადების წარდგენა 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსება განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხევაში. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტებში რეგისტრაციისას წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა–ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტში, აგრეთვე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტებით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენენ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში დაადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან. 5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთი კვირის ვადაში დაადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან.     მუხლი 9🔗. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აფორმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში პირს ეძლევა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატი. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 10🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა 2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სატელევიზიო კლიპის დამზადება, დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა ღონისძიებათა განხორციელება.     მუხლი 11🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე