ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.10.2015
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 785 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 01.10.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.09.2015 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.10.2015 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.09.2015 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №41 2015 წლის 1 ოქტომბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს. 2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ  ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 3. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 4. საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის სხდომის ოქმი. რომელშიც მითითებული უნდა იყოს  შეხვედრის  თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 4🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა საკრებულოს წევრის სახელი, გვარი __________________________________________ თანამდებობის დასახელება _________________________________________________ ფრაქციის დასახელება _____________________________________________________ კომისი(ებ)ის დასახელება __________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) _____________________________ საანგარიშო პერიოდი - 20___ წლის ____ - დან 20 ___ წლის _________მდე. ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) _________________________________ 1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა: 1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა -------      საკრებულოს სხდომებზე დასწრება _______ 2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა ________ მ/შ დროებითი კომისიების ----------      კომისიის სხდომებზე დასწრება __________ მ/შ დროებით კომისიებში ----------- 3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა ______         ფრაქციის სხდომებზე დასწრება _____ 4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება, ---- განკარგულება 5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ----------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ---------- 8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) -------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა -------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შევსების თარიღი              --------------------------- წარდგენის თარიღი          --------------------------- ხელის მოწერა                   ---------------------------