⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2023)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.10.2015
ძალის დაკარგვა 03.07.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25-101
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,677 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2015 მიღება
03.07.2023 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა (ახორციელებს) სკოლამდელ აღზრდას
მუხლი 2
სკოლამდელი აღზრდის მომსახურება
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურება კვებით, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში კვების გარეშე
მუხლი 2
ბაგის ჯგუფი
2-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი
მუხლი 2
ბაღის ჯგუფი
3-დან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი
მუხლი 2
აღსაზრდელი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის სასკოლო მზაობის ჯგუფში ჩარიცხული ბავშვი
მუხლი 2
მშობელი
ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი
მუხლი 2
წლის ვაუჩერი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტირებულ ბავშვზე/აღსაზრდელზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აღსაზრდელის მიერ სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად
მუხლი 2
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი
პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და  ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება
მუხლი 2
ინკლუზიური (სპეციალური) განათლება
სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე აღსაზრდელის ჩართვა სკოლამდელი აღზრდის პროცესში
მუხლი 2
სათათბირო ორგანო
სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის ხელის შეწყობის მიზნით  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში შექმნილი სათათბირო ორგანო
მუხლი 2
რეგისტრაცია
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდის მომსახურების  მიღების მსურველთა რეგისტრაცია   ამ  წესის შესაბამისად
მუხლი 2
სასკოლო მზაობის პროგრამა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტზე დაფუძნებით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25-101 2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე,    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის  წესი“, დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №16-64 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის  წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/არსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის  წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის  წესს და პირობებს. 2. წესის მიზანია, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის დეცენტრალიზაცია და მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა, ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის პროცესის გაუმჯობესება და სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის  განვითარება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა (ახორციელებს) სკოლამდელ აღზრდას; ბ) სკოლამდელი აღზრდა - საქმიანობა, რომლის მიზანია აღსაზრდელის მომზადება სკოლისათვის, მისი აზროვნებისათვის საფუძვლის ჩამოყალიბება, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირება, ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური და ჯანმრთელი განვითარება, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირების  მეშვეობით; გ) სკოლამდელი აღზრდის მომსახურება – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურება კვებით, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში კვების გარეშე; დ) ბაგის ჯგუფი – 2-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი; ე) ბაღის ჯგუფი – 3-დან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი; ვ) სასკოლო მზაობის ჯგუფი - საჯარო სკოლის შენობაში გამოყოფილ ფართებში განთავსებული, იმ აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი, რომელთაც საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ 6 წელი; ზ) აღსაზრდელი – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის სასკოლო მზაობის ჯგუფში ჩარიცხული ბავშვი; თ) მშობელი – ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი; ი) წლის ვაუჩერი –სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტირებულ ბავშვზე/აღსაზრდელზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აღსაზრდელის მიერ სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად; კ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი – პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და  ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება; ლ) ინკლუზიური (სპეციალური) განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე აღსაზრდელის ჩართვა სკოლამდელი აღზრდის პროცესში; მ) სათათბირო ორგანო – სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის ხელის შეწყობის მიზნით  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში შექმნილი სათათბირო ორგანო; ნ) რეგისტრაცია – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდის მომსახურების  მიღების მსურველთა რეგისტრაცია   ამ  წესის შესაბამისად; ო) სააგენტო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. პ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც აწესებს ერთი აკადემიური წლის ბოლოს, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, ბავშვის მიერ მისაღწევ სასურველ შედეგებს მისი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის; ჟ) სასკოლო მზაობის პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტზე დაფუძნებით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას. თავი II სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსება მუხლი 3🔗. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება 1.სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი  წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები. 3.  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, სასწავლო-აღმზრდელობითი, კვებითი მომსახურების და სხვა ხარჯების დასაფარად, დაფინანსება ხორციელდება ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათ­ვლილი ვაუჩერით. 4.ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათ­ვლილი ვაუჩერი გამო­ითვლება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაო­დენობის, კვებითი მომსახურების, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარ­ჯე­ბის გათ­ვალის­წინებით.  5. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფების  ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათ­ვლილი ვაუჩერი გამო­ითვლება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაო­დენობის, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარ­ჯე­ბის გათ­ვალის­წინებით.    6. საჭიროებიდან გამომდინარე, იმ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებმა, რომლის შესაბამისი მომსახურების და სხვა ხარჯების ოდენობა აღემატება ერთ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერის (შესაბამის თვეში წლის ვაუჩერის 1/12) მოცულობას, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიიღონ შესაბამის თვეში დამატებითი დაფინანსება, გაზრდილი ვაუჩერის სახით. გაზრდილი ვაუჩერის მისაღებად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს. 7. სააგენტო უფლებამოსილია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული დასვენების პერიოდში (არდადაგების) და დაწესებულების საქმიანობის შეჩერების სხვა შემთხვევებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ვაუჩერული დაფინანსების შემცირება/შეჩერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების შეჩერების/შემცირების დამატებითი შემთხვევები. 8. ამ მუხლით განსაზღვრული დაფინანსების პირობები (ვადები, რაოდენობა, რაოდენობის დათვლის წესი და სხვა), განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. თავი III სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა მუხლი 4🔗. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება 1. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი ინერგება და სასკოლო მზაობის პროგრამა  ხორციელდება ყველა სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ბაღის ჯგუფის შესაბამის სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებში და სასკოლო მზაობის ჯგუფებში. 2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. 3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბაღის ჯგუფის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების 9 საათიანი მომსახურების ფარგლებში, სასკოლო მზაობის პროგრამით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. 4. სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირების (მომსახურების) საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 4 საათს, აქედან საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პერიოდის შესაბამისად, დღეში 3 საათის განმავლობაში. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის  შეთანხმების გაფორმების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის შენობებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის ჯგუფების განთავსების შესახებ. 6. სასკოლო მზაობის ჯგუფ(ებ)ის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სააგენტო, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. 7. სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე პერსონალი, სასკოლო მზაობის პროგრამით გათვალისწინებული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს მიერ. 8. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე საკადრო რესურსის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების შესაბამის შტატზე განსაზღვრული შრომის ანაზღაურების და საათობრივი განაკვეთის გათვალისწინებით. 9. სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირებას და  სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და  ეფექტიანად  განხორციელებას უზრუნველყოფს ის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება, რომლის სააღმზრდელო ჯგუფსაც წარმოადგენს შესაბამისი სასკოლო მზაობის ჯგუფი. 10. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო  მზაობის  პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, სასკოლო მზაობის ჯგუფებში  სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და  ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დარეგულირდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გასაფორმებელი შეთანხმების შესაბამისად. 11. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის და სასკოლო  მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების, მართვისა და მონიტორინგის ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო.  მუხლი 5🔗. სასკოლო მზაობის ჯგუფებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია და ჩარიცხვა  და სასკოლო მზაობის ჯგუფებიდან აღსაზრდელთა ამორიცხვა და რეგისტრაციის გაუქმება  1. სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაცია, ჩარიცხვა, რეგისტრაციის გაუქმება და ამორიცხვა, ხორციელდება, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბაგის და ბაღის ჯგუფებისთვის დადგენილი წესის მსგავსად. 2.სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების სპეციფიკის და მდებარეობის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფებში, დაადგინოს ბაგის და ბაღის ჯგუფებში რეგისტრაციისა და ჩარიცხვისგან  განსხვავებული რეგისტრაციის და ჩარიცხვის ვადები. მუხლი 6🔗. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დაფინანსება  1. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დასაფარად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 2. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დასაფარად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით. 3.სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფების დაფინანსების წესი და პირობები, განისაზღვრება ამ წესით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობის განკარგულებით. თავი IV ბაგის და ბაღის ჯგუფის დაკომპლექტება, ბავშვის რეგისტრაცია და ბავშვის/აღსაზრდელის მიღება–ამორიცხვა მუხლი 7🔗. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის მიღება  1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, აგრეთვე თანამემამულის, თავშესაფარის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირების შვილები. 2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებში ბავშვის მიღება თავისუფალია: ა) ბაგის ჯგუფში 2-დან 3 წლამდე; ბ) ბაღის ჯგუფში 3-დან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის, პირველ კლასში შესვლამდე, ასევე სასკოლო მზაობის ჯგუფებში. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები), სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნას  ასეთი ბავშვი. მუხლი 8🔗. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჯგუფების დაკომპლექტება  1.სასწავლო–სააღმზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, მათ შორის სასკოლო მზაობის ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით აკომპლექტებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი. 2.  ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით, ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის ჯგუფში არაუმეტეს 25 აღსაზრდელისა, ხოლო, ბაღის ჯგუფში, მათ შორის  სასკოლო მზაობის ჯგუფში, არაუმეტეს 35 აღსაზრდელისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში არსებული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას, მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის და ბაღის ჯგუფებში, ასევე, სასკოლო მზაობის ჯგუფებში, შესაძლებელია ჯგუფში ან ჯგუფებში, ამ მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული რაოდენობის ზრდის პროცედურა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ და ჩარიცხულ აღსაზრდელებზე მიუხედავად ბაგის და ბაღის ჯგუფებში მათი რაოდენობისა. მუხლი 9🔗. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია  1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე. 2. რეგისტრაცია შესაძლებელია შერჩეული საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში (ბაგის და ბაღის ჯგუფები, ასევე, სასკოლო მზაობის ჯგუფები,) ადგილის არსებობის შემთხვევაში. 3. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთ   სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში. 4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში,  სკოლამდელი აღზრდის საჯარო  დაწესებულების ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდისას, მსურველთა რეგისტრაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ვებ-გვერდის მართვაზე პასუხისმგებელი დაწესებულება/იურიდიული პირი. 5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბაგის და  ბაღის ჯგუფებში, ასევე,  სასკოლო მზაობის ჯგუფებში, აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის ხარისხის შენარჩუნებას და აღსაზრდელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება. 6.      შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრირდებიან: ა) ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების დღისთვის არ შესრულებიათ 6 წელი; ბ) ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი საწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი; გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბავშვები, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაციის საფუძველზე.       7. სასკოლო მზაობის ჯგუფებში, რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთაც  საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი საწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბავშვები. 8. სასწავლო–სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი განისაზღვრება სააგენტოს მეშვეობით. 9. რეგისტრაციისას ივსება ანკეტა, რომელშიც რეგისტრაციის მსურველის მიერ  სავალდებულოა შეტანილი იქნას შემდეგი ინფორმაცია: ა) სასურველი სკოლამდელი აღზრდის საჯარო  დაწესებულება; ბ) ბავშვის პირადი ნომერი; გ) ბავშვის სახელი და გვარი; დ) ბავშვის დაბადების თარიღი; ე)  მშობლების (მშობლის) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ვ) მშობლის ტელეფონის ნომერი. 10. სასწავლო–სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო–სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ: ა) 100000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი); ბ)  სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“–ს ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“–ს (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა  შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით. 11. სასწავლო–სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო–სააღმზრდელო წლის დაწყებამდე არსებული რეგისტრაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უპირატესობით მოსარგებლე ყველა კატეგორიის ბავშვები, ხოლო, მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უპირატესი რეგისტრაციით მოსარგებლე ბავშვების რეგისტრაციის ვადები და სხვა პირობები, განისაზღვრება სააგენტოს მეშვეობით. 13. ელექტრონულ მისამართზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ბავშვის რეგისტრაციის, ჩარიცხვის და წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის თაობაზე. 14. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყების და დასრულების თარიღი, ასევე, არდადაგების პერიოდი და ხანგრძლივობა, განისაზღვრება სააგენტოს მიერ. მუხლი 10🔗. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა  1. ბავშვის ჩარიცხვა წარმოებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. 2.  რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-საამღზრდელო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:  ა) დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ჯანმრთელობის ცნობა; გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3X4; დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ე) საჭიროების შემთხევაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.  ვ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ. 3. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულების დირექტორის მოთხოვნით უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია. 4. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბავშვის სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებაში  ჩარიცხვის თაობაზე და აღსაზრდელის მშობელთან  აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. 5.  სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელის მომსახურება, დადგენილი სტანდარტებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 11🔗. აღსაზრდელის  სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვა  1. სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულება წარმოებულ დოკუმენტაციასთან ერთად  (დასწრების ჟურნალი,  მენიუ-ფაქტურა და სხვა) ელექტრონულ სისტემაში, ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას. 2. აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად  (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას. 3. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ,  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის  უსრულდებათ 6 წელი. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებული იქნას ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე აღსაზრდელი), სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ან/და საჯარო სკოლებში  მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე. 5. ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია,  აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება (ბრძანება). 6. ამ მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო  დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე,  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა. 8.შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტიურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად, საჭიროა ახალი რეგისტრაცია, ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 9.აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 10.  გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია: ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა; ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება; გ) სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია. 11.  გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი. 12.  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი შესაბამისი რეკომენდაციის მიღების მიზნით, უფლებამოსილია, სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად გაიტანოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამოუცხადებლობის განსაკუთრებული შემთხვევის საპატიოდ მიჩნევა/არმიჩნევის საკითხი.  13. ამ მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული ვადების გასვლამდე, საპატიო  გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები 2015 წლის ივლისიდან 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლის ჩათვლით, წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის უპირატესობით, ასევე სარგებლობენ ბავშვები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან. აღნიშნული უპირატესობით სარგებლობისთვის აუცილებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობა.