ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2015
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 328 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.12.2015 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.09.2015 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 12.10.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.11.2015 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და 88-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ყვარლის მუნიციპალიტეტის   გამგებლისა  და  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი ყვარლის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი მუხლი 1🔗 ყვარლის  მუნიციპალიტეტის  (შემდგომში  –  მუნიციპალიტეტი) გამგებლისა  და  საკრებულოს  წევრების  მიერ  მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი  (შემდგომში  –  წესი)  არეგულირებს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის  გამგებელი  და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან  წელიწადში ერთხელ   მაინც,   არაუგვიანეს   1   ნოემბრისა,   მოაწყონ   საჯარო   შეხვედრა   ამომრჩევლებთან   და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით  7 დღით ადრე მაინც . მუხლი 4🔗 საჯარო  შეხვედრაზე ანგარიში  წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა. მუხლი 5🔗 საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამი ოქმი. მუხლი 6🔗 მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 7🔗 საჯარო  შეხვედრა  შეიძლება  ჩატარდეს მუნიციპალიტეტის  სხდომათა  დარბაზში ან  სხვა საჯარო   სივრცეში,   ასევე   შესაბამის   ტერიტორიულ   ერთეულში,   რასაც  ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 8🔗 მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    რეგისტრირებულ    ამომრჩეველს    უფლება    აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. მუხლი 9🔗 საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. მუხლი 10🔗 მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.