ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.164.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2015 წლის 2 ოქტომბერი
ქ.ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №30 (www.matsne.gov.ge, 01.09.2014 წ., 270070000.35.164.016132) დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლბამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, მათ მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ყოველთვიური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 370 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებას (ან შეუსრულებლობას) ადასტურებს ხელმოწერით და საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას, დანართი 2-ის თანახმად, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 3🔗
საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილ საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 2) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს.
მუხლი 4🔗
1.
საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს დროის გარკვეულ მონაკვეთში საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, აღნიშნულ ვადაში არ აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.
თუ საკრებულოს წევრმა, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობა, გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში – მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ და გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.
მუხლი 5🔗
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველთვიურად ამ წესით გათვალისწინებული ფორმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშწორებით, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ვამტკიცებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
(20–––––––– წელი ––––––––––––––-----––– თვე)
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
მისაღები თანხის რაოდენობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ––––––––––––––––––––––––––––––––––