,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. ლაგოდეხი |
„ნ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;“.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„რ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკომფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებას ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;“.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ადამიანური რესურსები მართვის განყოფილება“
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-5 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“, „დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები
საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1.თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულების საქმიანობის საინფორმაციო-ტექნიკურ და პროგრამულ მომსახურებას.
2. გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას.
3.ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კომფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.
4. ინფორმაციის გაცვლასა და აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან;
5.პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით.
6.მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას.
7. გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას.
8.გამგეობის საზოგადოებრივ ურთიერთობათა, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას.
9. გამგებლის საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფას, გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
10. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადება.
11. ვებგვერდის ადმინისტრირებას.
12.ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას.
13. მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას.
14.ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას.
15. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებგვერდის მეშვეობით.“.
|