მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №130/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,977 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
ფონდი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მუხლი 4
კონკურსი
ამ დებულებით გათვალისწინებული გრანტის მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა
მუხლი 4
მაგისტრანტი
სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
მუხლი 4
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მუხლი 4
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი,  ემერიტუსი, საპატიო პროფესორი, მოწვეული პროფესორი, რომელიც აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევს მაგისტრანტის მიერ დაგეგმილ/განხორციელებულ კვლევას
მუხლი 4
საკონკურსო კომისია (შემდგომში
კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს კონკურსზე წარდგენილ განაცხადებს, ადგენს შეფასების რანჟირებულ სიას და ამ სიის საფუძველზე გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტებს
მუხლი 4
გრანტი
ფონდის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული პროექტების განსახორციელებლად   მაგისტრანტისთვის  გაცემული თანხა
მუხლი 4
გრანტის მიმღები
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი მაგისტრანტი
მუხლი 4
პროექტის ბიუჯეტი
პროექტით გათვალისწინებული კვლევისა და სასწავლო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების აღწერა
მუხლი 4
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული თანხა
მუხლი 4
მიზნობრივი ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო ანგარიში, რომელზედაც მოხდება გრანტის მიმღებისათვის გრანტის თანხის ჩარიცხვა; მიზნობრივ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას არ შეიძლება დაერიცხოს სარგებელი
მუხლი 4
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და ასევე გრანტის თანხის ხარჯვას,  რის შესახებაც წარუდგენს ფონდს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს
მუხლი 4
საგრანტო ხელშეკრულება
მაგისტრანსტს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 4
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით
მუხლი 4
პროექტის მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან
მუხლი 4
საბოლოო ანგარიში
საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშებს.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 სუსტი
2 საშუალო
3 კარგი
4 ძალიან კარგი
5 საუკეთესო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კრიტერიუმები და განმარტებები სუსტი
1. სამეცნიერო კომპონენტი 1
2. პროექტის მენეჯმენტი 1
3. აკადემიური კომპონენტი 1
ქულების ჯამი: მაქსიმუმ 40 ქულა
ქულა შეფასება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 09.06.2016 კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.08.2019 ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 13.10.2015 საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 23.08.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 30.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ 2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე  დანართი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების მეშვეობით გაუმჯობესდება სამაგისტრო კველევების ხარისხი და მაგისტრანტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 2. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დასაფინანსებლად კონკურსის გამართვის, პროექტების შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის  საკითხებს. მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა 1. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტებით დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა)  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროსტატის (EUROSTAT) კლასიფიკაციით: ბ.ა)  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ.ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ბ.გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; ბ.დ) აგრარული მეცნიერებები; ბ.ე) სოციალური მეცნიერებები; ბ.ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები. მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)    ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ბ) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული გრანტის მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; გ)  მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; დ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი – მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ე) სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი,  ემერიტუსი, საპატიო პროფესორი, მოწვეული პროფესორი, რომელიც აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევს მაგისტრანტის მიერ დაგეგმილ/განხორციელებულ კვლევას; ვ) პროექტი − მაგისტრანტის მიერ კვლევის დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; ზ) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს კონკურსზე წარდგენილ განაცხადებს, ადგენს შეფასების რანჟირებულ სიას და ამ სიის საფუძველზე გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტებს; თ) გრანტი – ფონდის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული პროექტების განსახორციელებლად   მაგისტრანტისთვის  გაცემული თანხა; ი) გრანტის მიმღები – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი მაგისტრანტი; კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტით გათვალისწინებული კვლევისა და სასწავლო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების აღწერა; ლ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული თანხა; მ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო ანგარიში, რომელზედაც მოხდება გრანტის მიმღებისათვის გრანტის თანხის ჩარიცხვა; მიზნობრივ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას არ შეიძლება დაერიცხოს სარგებელი; ნ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და ასევე გრანტის თანხის ხარჯვას,  რის შესახებაც წარუდგენს ფონდს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; ო) საგრანტო ხელშეკრულება –   მაგისტრანსტს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; პ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით; ჟ) პროექტის მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; რ) საბოლოო ანგარიშისაბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშებს. მუხლი 5🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1.  კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;  ბ) კონკურსის გამოცხადებას; გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან; დ) კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარმოდგენილ პროექტებს; ე) კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. 3. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები 1. კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. 2. კონკურსის მონაწილე მაგისტრანტს უნდა ჰყავდეს სამაგისრტო ნაშრომის ხელმძღვანელი, რომელიც აკადემიურ კონსულტაციას გაუწევს მაგისტრანტს პროექტის მიმდინარეობისას. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს პროექტის საკითხის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 3.   პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე. 4. კონკურსის შედეგად შეიძლება დაფინანსდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მიმართულებებში წარდგენილი პროექტები. 5. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანადაფინანსებას.  თანადაფინანსებაში არ ჩაითვლება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ან სტიპენდია. 6. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება  მთლიანი ბიუჯეტის 80%, ხოლო დარჩენილი 20% გადაირიცხება გრანტის მიმღების მიერ ფონდში წარდგენილი საბოლოო ანგარიშის განხილვისა და ფონდის მიერ შედგენილი აქტის შესაბამისად. 7. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებს. 8. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის ბაზა, რაზედაც საჭიროა წინასწარი წერილობითი თანხმობა. 9. შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია პროექტში ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი. 10. სასურველია პროექტში ანაზღაურების გარეშე ჩართული იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე ან/და უცხოელი კონსულტანტი, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება პროექტში აღწერილ კვლევის სფეროს.  11. პროექტის განხორციელების შედეგად მაგისტრანტი ვალდებულია დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი და ფონდში წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.  მუხლი 7🔗. პროექტის ბიუჯეტი 1. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება შეადგენდეს არაუმეტეს 6000 ლარს. 2. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) მაგისტრანტის სტიპენდიას (ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს); ბ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს; გ)  საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს; დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს; ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯებს (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯს); ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯებს; ზ) კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯს; თ) სხვა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია კვლევის განხორციელებასთან და შესაბამისი შედეგების პრეზენტაციასთან. 3. გრანტით დაუშვებელია კომპიუტერული ტექნიკისა და უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი, სატრანსპორტო საშუალების შეძენა; 4. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენება მაგისტანტისათვის უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ. მუხლი 8🔗.  საგრანტო კონკურსის ეტაპები  საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა; დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიის მიხედვით, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ვ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის წარმდგენ მაგისტრანტთან საგრანტო  ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება  1. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. კომისია პროექტებს აფასებს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და განსაზღვრავს კომისიის მუშაობის წესს. 4. კომისია შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარ ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და  ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. 5. კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს კომისიის დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 10🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები  1. პროექტის შეფასების კრიტერიუმებია: კრიტერიუმები და განმარტებები სუსტი საშუალო კარგი ძალიან კარგი საუკეთესო შეფასება და კომენტარი 1. სამეცნიერო კომპონენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 4 მაქსიმუმ 20 ქულა 1.  კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება 2.  კვლევის მიზნები და ამოცანები 3.  კვლევის მეთოდოლოგია 4.  კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან პრაქტიკული გამოყენება 2. პროექტის მენეჯმენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 2 მაქსიმუმ 10 ქულა 1.    პროექტის ეტაპები და განხორციელების გზები 2.    პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება - პროექტის განხორცილებისათვის საჭირო რესურსების შესაბამისობა (დრო, ფინანსები, მატერიალური რესურსები) 3. აკადემიური კომპონენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 2 მაქსიმუმ 10 ქულა 1.      მაგისტრანტის აკადემიური მოსწრება და მიღწევები 2.      მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და კონსულტანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მაგისტრანტის კვლევითი თემის მიმართულებით ქულების ჯამი: მაქსიმუმ 40 ქულა 2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 40 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 32 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში – სამეცნიერო კომპონენტში, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. ქულა შეფასება განმარტება 1 სუსტი ვერ ფასდება კრიტერიუმით (ბუნდოვანი, შეუსაბამო და დაუსაბუთებელი ინფორმაცია) 2 საშუალო შეიძლება შეფასდეს კრიტერიუმებით, მაგრამ სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა 3 კარგი პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით. 4 ძალიან კარგი ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა 5 საუკეთესო გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე მუხლი 11🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. არ შეიძლება საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი: ა) რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე; ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მაგისტრანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; დ) რომელიც არის მაგისტრანტის  კვლევის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ე)  რომელიც არის მაგისტრანტის ნათესავი. 2.  ნათესავად ჩაითვლება:  ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ  დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. მუხლი 12🔗. პროექტების დამტკიცება  1. კომისიის შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულ პროექტებს კომისია წარუდგენს ფონდს დასამტკიცებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 13🔗. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება  გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.  მუხლი 14🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი  1. ფონდი პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების საგრანტო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) ეყრდნობა მაგისტრანტის მიერ წარდგენილი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს დედანის, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით; 3. ფონდის მიერ მინიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს აუთვისებელი რესურსი. 4.  გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ  ანგარიშზე ფონდი ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 5. პროგრამული მინიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. მუხლი 15🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება  1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად: ა) შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემდგომ,  სხვა შესაბამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლამდე; ბ) კვლევის თემის/საკითხის შეცვლის მოთხოვნით ფონდისთვის მომართვიდან საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით  დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) გაუქმდა შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და მაგისტრანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა მაგისტრატურის სხვა შესაბამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია; გ) მაგისტრანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი გრანტის განხორციელების პერიოდის დროს. 3. კვლევის თემის/საკითხის შეცვლა შესაძლოა გახდეს პროექტის შეწყვეტის საფუძველი. 4. პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში, ფონდის მიერ გადარიცხული ტრანში მთლიანად ექვემდებარება ფონდისათვის დაბრუნებას, გარდა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.   5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ ფონდში საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხულ გრანტის ხარჯვაზე და პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებაზე არსებობს შესაბამისი აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.