📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №135/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,275 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
ფონდი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მუხლი 4
კონკურსი
ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა
მუხლი 4
ახალგაზრდა მეცნიერი
პირი, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში
მუხლი 4
მენტორი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერს ეხმარება მასპინძელ დაწესებულებაში პროექტის განხორციელებაში
მუხლი 4
კონსულტანტი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს ახალგაზრდა მეცნიერს კვლევის პროცესში
მუხლი 4
მასპინძელი დაწესებულება
უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც ახალგაზრდა მეცნიერი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას
მუხლი 4
საკონკურსო კომისია (შემდგომში
კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს კონკურსზე წარდგენილ განაცხადებს, ადგენს შეფასების რანჟირებულ სიას და ამ სიის საფუძველზე გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტებს
მუხლი 4
გრანტის მიმღები
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერი და შესაბამისი მასპინძელი დაწესებულება
მუხლი 4
პროექტის ბიუჯეტი
ახალგაზრდა მეცნიერის მიერ კვლევისა და კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების აღწერა, რომელიც მოიცავს  სტიპენდიას, კვლევის ხარჯებს და  ზედნადებს
მუხლი 4
სტიპენდია
ახალგაზრდა მეცნიერის ყოველთვიური ანაზღურება, რომელიც ირიცხება მის პირად ანგარიშზე
მუხლი 4
კვლევის ხარჯები
მასპინძელ დაწესებულებაში პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ირიცხება მასპინძელი დაწესებულების მიზნობრივ ანგარიშზე
მუხლი 4
ზედნადები ხარჯები
მასპინძელი დაწესებულების არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც უკავშირდება პროექტის განხორციელებას
მუხლი 4
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული თანხა
მუხლი 4
მიზნობრივი ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში/ანგარიშები, რომელზეც მოხდება გრანტის თანხის ჩარიცხვა
მუხლი 4
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და, ასევე, გრანტის ხარჯვას
მუხლი 4
საგრანტო ხელშეკრულება
ახალგაზრდა მეცნიერს, მასპინძელ დაწესებულებასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 4
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით
მუხლი 4
პროექტის მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან
მუხლი 4
შუალედური ანგარიში
საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში
მუხლი 4
საბოლოო ანგარიში
საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშებს.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 სუსტი
2 საშუალო
3 კარგი
4 ძალიან კარგი
5 საუკეთესო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კრიტერიუმები და განმარტებები სუსტი
1. სამეცნიერო კომპონენტი 1
2. პროექტის მენეჯმენტი 1
3. აკადემიური კომპონენტი 1
ქულების ჯამი: მაქსიმუმ 50 ქულა
ქულა შეფასება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 20.08.2019 მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 05.10.2015 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 08.06.2018 საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 20.08.2019 სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №135/ნ 2015 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დასაფინანსებლად კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების მონიტორინგის  საკითხებს. 2. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსება მოხდება კონკურსის მეშვეობით,  რომლის შედეგადაც გაუმჯობესდება სამეცნიერო კვლევების ხარისხი და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა აკადემიურ საქმიანობაში. მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა 1.  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი და მის ფარგლებში გაცემული გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. 2. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა)  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)  კლასიფიკაციით: ბ.ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ.ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ბ.გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; ბ.დ) აგრარული მეცნიერებები; ბ.ე) სოციალური მეცნიერებები; ბ.ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები. მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ბ) კონკურსი – ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; გ)  ახალგაზრდა მეცნიერი – პირი, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში; დ) მენტორი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერს ეხმარება მასპინძელ დაწესებულებაში პროექტის განხორციელებაში; ე) კონსულტანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს ახალგაზრდა მეცნიერს კვლევის პროცესში; ვ) მასპინძელი დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც ახალგაზრდა მეცნიერი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას; ზ) პროექტი − ახალგაზრდა მეცნიერის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; თ) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს კონკურსზე წარდგენილ განაცხადებს, ადგენს შეფასების რანჟირებულ სიას და ამ სიის საფუძველზე გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტებს; ი) გრანტის მიმღები – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერი და შესაბამისი მასპინძელი დაწესებულება; კ) პროექტის ბიუჯეტი – ახალგაზრდა მეცნიერის მიერ კვლევისა და კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების აღწერა, რომელიც მოიცავს  სტიპენდიას, კვლევის ხარჯებს და  ზედნადებს; ლ) სტიპენდია – ახალგაზრდა მეცნიერის ყოველთვიური ანაზღურება, რომელიც ირიცხება მის პირად ანგარიშზე; მ) კვლევის ხარჯები – მასპინძელ დაწესებულებაში პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ირიცხება მასპინძელი დაწესებულების მიზნობრივ ანგარიშზე; ნ) ზედნადები ხარჯები – მასპინძელი დაწესებულების არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც უკავშირდება პროექტის განხორციელებას; ო) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული თანხა; პ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში/ანგარიშები, რომელზეც მოხდება გრანტის თანხის ჩარიცხვა; ჟ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და, ასევე, გრანტის ხარჯვას; რ) საგრანტო ხელშეკრულება – ახალგაზრდა მეცნიერს, მასპინძელ დაწესებულებასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ს) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით; ტ) პროექტის მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; უ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში; ფ) საბოლოო ანგარიშისაბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშებს. მუხლი 5🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების,  საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) კონკურსის გამოცხადებას; გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან; დ) კომისიის შექმნას, რომელიც ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარმოდგენილ პროექტებს; ე) კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები 1. კონკურსის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. 2. კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 3. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერს დაეხმარება მასპინძელ დაწესებულებაში პროექტის განხორციელებაში. მენტორს უნდა ჰქონდეს პროექტის საკითხის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. მენტორის საქმიანობა არ ანაზღაურდება ფონდის მიერ. 4. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს კონსულტანტი. 5.   პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი. 6. კონკურსის შედეგად შეიძლება დაფინანსდეს ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრულ მიმართულებებში წარდგენილი პროექტები. 7. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ტრანშის სახით, 6-თვიანი საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით ხდება გრანტის გადარიცხვა. სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა ხდება ახალგაზრდა მეცნიერის პირად ანგარიშზე, ხოლო კვლევისთვის საჭირო თანხა და ზედნადები ირიცხება მასპინძელი დაწესებულების მიზნობრივ ანგარიშზე. 8. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. 9. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 10. პროექტში შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი: მასპინძელი უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლაბორანტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი. 11. ახალგაზრდა მეცნიერს კონკურსში გრანტის მიღება შეუძლია მაქსიმუმ ორჯერ. მუხლი 7🔗. პროექტის ბიუჯეტი 1. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში – 60 000 ლარს. 2. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს); ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს), რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ბ.ა) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს; ბ.ბ) დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს; ბ.გ)  საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს; ბ.დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს; ბ.ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯი); ბ.ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები; ბ.ზ) კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი; ბ.თ) კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯი; გ) ზედნადები ხარჯი (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს). 3. შესაძლებელია თანადაფინანსების არსებობა. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა მეცნიერმა უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების არსებობის დამადასტურებელი წერილი. მუხლი 8🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა; დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიის მიხედვით,  კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ვ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის წარმდგენ ახალგაზრდა მეცნიერთან და მასპინძელ  დაწესებულებასთან საგრანტო  ხელშეკრულებების გაფორმება. მუხლი 9🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში 1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება. 2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად;  3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას; გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში; დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მუხლი 10🔗. პროექტების შეფასება 1. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. კომისია პროექტებს აფასებს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომისიის შემადგენელობასა და კომისიის მუშაობის წესს. 4. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და  ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. 5. კონკურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მეცნიერის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი მას გააცნობს მისი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს. მუხლი 11🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. პროექტის შეფასების კრიტერიუმებია: კრიტერიუმები და განმარტებები სუსტი საშუალო კარგი ძალიან კარგი საუკეთესო შეფასება და კომენტარი 1. სამეცნიერო კომპონენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 4 მაქსიმუმ 20 ქულა 1. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება 2. კვლევის მიზნები და ამოცანები 3. კვლევის მეთოდოლოგია 4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან პრაქტიკული გამოყენება 2. პროექტის მენეჯმენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 3 მაქსიმუმ 15 ქულა 1. პროექტის ეტაპები და განხორციელების გზები 2. პროექტის ეფექტური განხორცილებისათვის საჭირო რესურსების  (ვადები,ფინანსები, მასპინძელი დაწესებულება, ადამიანური და მატერიალური  რესურსები) შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან 3. კვლევის შედეგების გავრცელების (დისემინაციის) გეგმა 3. აკადემიური კომპონენტი 1 2 3 4 5 მინიმუმ 3 მაქსიმუმ 15 ქულა 1. ახალგაზრდა მეცნიერის მიღწევები 2. მენტორისა და კონსულტანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი თემის მიმართულებით 3. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი ქულების ჯამი: მაქსიმუმ 50 ქულა 2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 40 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში (სამეცნიერო კომპონენტი), შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე (პროექტის მენეჯმენტი) და მესამე (აკადემიური კომპონენტი) კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. ქულა შეფასება განმარტება 1 სუსტი ვერ ფასდება კრიტერიუმით (ბუნდოვანი, შეუსაბამო და დაუსაბუთებელი ინფორმაცია) 2 საშუალო შეიძლება შეფასდეს კრიტერიუმებით, მაგრამ სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა 3 კარგი პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით 4 ძალიან კარგი ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა 5 საუკეთესო გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე მუხლი 12🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. არ შეიძლება საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი: ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე; ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ახალგაზრდა მეცნიერთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; დ)  რომელიც არის ახალგაზრდა მეცნიერის კვლევის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ე)  რომელიც არის ახალგაზრდა მეცნიერის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება: ე.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ე.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; ე.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; ე.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ  დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. მუხლი 13🔗. პროექტების დამტკიცება 1. კომისიის შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულ პროექტებს კომისია წარუდგენს ფონდს დასამტკიცებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 14🔗. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას. მუხლი 15🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 1. ფონდი პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2.  ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების საგრანტო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) ეყრდნობა მასპინძელი დაწესებულების მიერ წარდგენილი კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს დედანის, ფოტოასლების, ან ელექტრონული (დასკანირებული) სახით. 3. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის  ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლებელია დაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდში; დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს. 4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. ა) ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; ბ) პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. მუხლი 16🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით  დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) გაუქმდა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, ან მოხდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის გრანტის მიმღები ფიზიკური პირის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიპენდიის სრული ოდენობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის გრანტის მიმღები იურიდიული პირის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასპინძელი დაწესებულება ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის სრული ოდენობა.