საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2015
ძალის დაკარგვა 24.08.2017
გამომცემი ორგანო №
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2015 წლის 2 ოქტომბერი
ქ. დედოფლისწყარო
ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევისას, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი დანართი 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად. (დანართი 2 თან ერთვის)
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს სააღსრულებლო ფურცლის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად. (დანართი 3 თან ერთვის)
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ახსნა - განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო, დანართი 4-ის შესაბამისად. (დანართი 4 თან ერთვის)
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაფუჭებული, უვარგისი საჯარიმო ქვითრის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი დანართი 6-ის შესაბამისად. (დანართი 6 თან ერთვის)
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს გამოუყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 7-ის შესაბამისად. (დანართი 7 თან ერთვის)
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 9🔗
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი №1
სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციულ სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში - მოხელე)
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. საჯარო მოხელე, საქართველოს „ნარჩენების მართვის“ კოდექსის 31-ე - 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
3. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი2) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I -საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II -საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს, იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითარს, ორივე ადგილზე ბეჭედი დაისმება სამსახურის საჯარო მოხელის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
5. საჯარიმო ქვითარი ივსება, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმა) მიუხედავად, იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. დამრღვევი ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მესამე პირი, სააღსრულებო ფურცელთან ერთად (დანართი 3) ეგზავნება სასამართლო აღმასრულებელს.
6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმოქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-8 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
ბ.გ)მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ)მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადინომერი, სახელიდაგვარი), მისამართი (რეგისტრაციისდასხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: ნებართვის მფლობელი, ნებართვის მფლობელის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადინომერი, სახელიდაგვარი), მისამართი (რეგისტრაციისდასხვა);
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში
არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს ან მოხელეებს.
9. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით (დანართი 4), ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
12. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილი სსაჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
13. საჯარი მოქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
14. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 4🔗.
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
სამსახური საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 5🔗.
საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1.სამსახურის საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება ხორციელდება სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.
2. საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ.
3. საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება, აღირიცხება საქართველოს კანონი - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე - 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების „აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი 5, დანართი 6).”
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.
6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო
გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8.იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამსახურის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
11. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.
12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗.
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 7) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ჯარიმის გადახდა
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ემუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში.
ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სამსახურში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობისპირთან) განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ემუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 10🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისგამგეობა
ზედამხედველობის სამსახური
საჯარიმო ქვითარი№ 000000
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთაობაზე
ნაწილი I.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ბ.ა.
1. შედგენის თარიღი ___________ 2. შედგენის ადგილი___________
(რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:_____________
_____________________________________________________________________
4. დამრღვევის მონაცემები:______________________________________________
ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
5.სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: _______________________
_____________________________________________________________________
________________________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის_______________________________________________________________
მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ლარის ოდენობით.
7. ______________________________________________________________________
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები
______________________________________________________________________
______________________________________________________________________
8.ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ. ________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე____________ _____________________________________
(ხელმოწერა და თარიღი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი
მოწმის ხელმოწერა ____________ოქმის შემდგენლის ხელმოწერა_____________
ნაწილი II.
საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000
საჯარიმო ქვითრის ყუა №
(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)
1._____________________________________________
(გადამხდელის სახელი და გვარი)
2. ___________________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. ___________________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4._____________________________________________
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
5._____________________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6._____________________________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე__________________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი___________________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი ___________________________________
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
დანართი 2-ის გაგრძელება
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი:
დანართი №3
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
საქმე № -----
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების გამოტანის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
სამსახურის უფროსი ------------------------------
დანართი №4
ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო (ფორმა)
1. დამრღვევის:
ა) გვარი, სახელი, მამისსახელი: ______________________________________________________
ბ) პირადობის დამადასტ. დოკ. სერია, №ანპირადი№: _________________________________
გ) მისამართი: _______________________________________________________________________
დ) დაბადების თარიღი: ______________________________________________________________
რიცხვი, თვე, წელი
ე) სამუშაო ადგილი: _________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი: _________________________________
ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________________
თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: _______________________________
_____________________________________________________________________________________
მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი
2.ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი:
_______________________________________
_____________________________________________
___________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
ხელმოწერა ________________________ თარიღი: __________________
რიცხვი, თვე, წელი
.
დანართი №5
საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი
საჯარიმო ქვითრის-ოქმის, ნომერი
საჯარიმო ქვითრის-ოქმის გამცემი
საჯარიმო ქვითრის-ოქმისმიმღები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმო-წერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
დანართი №6
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების-ოქმების აღრიცხვის ჟურნალი
№
დაბრუნების
თარიღი
ჩამოწერის
აქტის
ნომერი
ოქმის
ინდივი
დუალური ნომერი
საჯარიმო ქვითრის-ოქმის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის-ოქმის მიმღები პირი
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამ-დებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
დანართი №7
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური
აქტი№ -----
------ ----------- 20წელი
დედოფლისწყარო
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
№
საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
რაოდენობა
ოქმის
(საჯარიმო ქვითრის)
ინდივიდუალური
ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სამსახურის უფროსი: /-------------------------/
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი: /------------------------/
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა
და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: /------------------------/