ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | ძირითადი აქტივების დასახელება |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2015 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი N2-ის შესაბამისად).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა (დანართი №5-ის შესაბამისად).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 7🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის - ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) - ტყიბულის მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი სააშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ივენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი - ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
4. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
5. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციაპლიტეტის გამგებელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთნ დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დაწესებულების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და აუდიტის დასკვნა.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირი.
6. ქონების განადგურების აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 8🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
დანართი №2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20___წლის „_____“ „_________________“ მდგომარეობით
N
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუა
ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი გრ5, გრ9)
კოეფი
ციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტი
ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური
ცვეთა
ნარჩენის
საბა
ლანსო
ღირე
ბულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ
ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტო
ბრივი მდგომა
რეობით %
საბოლოო ბუღალ
ტრული მდგომა
რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დო
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. ____________________________
2. ____________________________
3. ____________________________
ვამტკიცებ: ვადასტურებ:
დაწესებულების ხელმძღვანელი ------------------------------ აუდიტორი:------------------------
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
N
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუა
ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფა
სებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფა
სებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი გრ5, გრ9)
კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორ
ტიზაციო ანარიცხის
ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური
ცვეთა
ნარჩენის
საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ
რივი მდგომა
რეობით %
საბოლოო ბუღალ
ტრული მდგომა
რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. ____________________________
2. ____________________________
3. ____________________________
ვამტკიცებ: ვადასტურებ:
დაწესებულების ხელმძღვანელი --------------------------------------- აუდიტორი: -------------------------
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
N
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების წელი)
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე % ლარი
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ ლარი
ცვეთა გადაფასების შემდეგ ლარი
ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
შექმნილი 20____ წლის „____“ „____________“ N _________ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,
რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________(ძირითადი საშუალების დასახელება)
აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნას შემდეგი საფუძვლით:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ___________________________________
2. საწყისი საბალანსო ღირებულება ________________________________________________
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ________________________________________________________________________________________________
ბ) ________________________________________________________________________________________________
გ) ________________________________________________________________________________________________
კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
კომისიის წევრები:
1. _________________________________________________________________
2. _________________________________________________________________
3. _________________________________________________________________
4. _________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე : ______________________________________________________________________________
.
დანართი №5
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა ლარი
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა: ______________________________ (_________________) ლარი.
ლიკვიდაციის შედეგი: _______________________________________________________________________
ბუღალტერი: ___________________________ „_____“ „______________________“ 20 _____ წელი
კომისიის თავმჯდომარე: ____________________________________________
.