„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2015 წლის 5 ოქტომბერი ხაშური |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 239-2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე ან/და უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა”.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი ზომების მიღება”.
|