ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების(გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2015
ძალის დაკარგვა 26.03.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 001025050.35.176.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების(გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2015 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
(გერბი და დროშა) დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი №1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
გერბი
აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველ ზედა ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი. ქვედა II ნაწილზე ლაჟვარდოვან ველზე დატანილია შვიდი ოქროს ბორცვი (მთა), რომელთაგანაც ზედა ოთხ ბორცვზე ოთხი ოქროსციხე-კოშკია მოთავსებული. მათ ზემოთ კი ოქროს გვირგვინი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ,,თელავი“.
დანართი №2
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
დროშა
აღწერილობა
დროშის ველი გამოყოფილია პორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
დროშის პროპორციაა 2:3.