ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.176.016105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2015 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი  საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2014, 040110030.35.176.016056).
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის  მე-4  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო  საფასურის არანაკლებ 10%­ს და არა უმეტეს  80%­ს და რომლის მოქმედების ვადაც  არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ქალაქ თელავის   მუნიციპალიტეტის   შეძენილი   ქონების   სრული ღირებულების  გადახდის  ვადას;  ბიჯის  სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის  ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის მერი) და საჯარო აუქციონში   მონაწილის   ბილეთის   ფასს,   რომელიც შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.“.    


მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე