„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№521
სარეგისტრაციო კოდი
010320050.10.003.018907
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2015

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №521

2015 წლის 7 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი  მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა  თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  თანამდებობრივი რეესტრის მე-12 მუხლის:

1. „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;“.

2. „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ტ1“, „ტ2“ და „ტ3“  ქვეპუნქტები:

„ტ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და  საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

2) ინფორმაციული  ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

3) მინისტრის სამდივნოს ხელმძღვანელი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი