⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.02.2021)
გაუქმებულია:

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2015
ძალის დაკარგვა 16.02.2021
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 581 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2015 მიღება
16.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34 2015 წლის 6 ოქტომბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,156-ე მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  4 თებერვლის  №6 დადგენილება. მუხლი 3🔗    ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან   წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზემესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა ) საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან  შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებლი ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა, კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი წინა თვის 1 რიცხვიდან მომდევნო თვის 1 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუიშაო დღის) არაუგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვისა (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა (თითოეული გაცდენილი საკრებულოს ან/და კომისიის სხდომის გაცდენაზე 50 ლარის ოდენობით), თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 2.თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს, საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულის წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა დაევალოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს საგადასახადი კოდექსის ნორმების შესაბამისად.