ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2015 წლის 8 ოქტომბერი დაბა ხულო |
1. დებულების მე-5 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ერთეულში დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.
2. დებულების მე-12 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის ფაქტს.“.
3. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.
6. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია გამგებლის წარმომადგენელი.
7. ბეჭედი გამოიყენება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.
8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“.
4. დებულებას დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებისა და ოჯახის შემადგენლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებისა და ოჯახის შემადგენლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმებს ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.
2. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.10.2015. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.136.016186.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №27, 08.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3011667/