ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფ. ფონიჭალაში, უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის გამომცემელი რომანოზ რაზმაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №369

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფ. ფონიჭალაში, უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის გამომცემელი რომანოზ რაზმაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) კრწანისის რაიონში, სოფ. ფონიჭალაში, უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭოს გამომცემელი რომანოზ რაზმაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                          გიორგი ალიბეგაშვილი