„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016816
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №323

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების: 
1. მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“, „დ2“ და  „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საბაჟო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან საბაჟო ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

2) საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან ან/და დეკლარირებულ საქონელთან დაკავშირებით გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი და ანალიზი;

3) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;“.

2. 172 მუხლის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი