„ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ"

მიღების თარიღი 09.10.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2015
matsne.gov.ge 420 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 03.05.2022 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 30.04.2024 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 21.12.2017 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 22.01.2018 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 29.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

„ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2015 წლის 9 ოქტომბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების გეგმის დამტკიცების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცება ხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. მომდევნო წლის გეგმის  დამტკიცება ხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება. 3. თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი  გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე დამტკიცებული გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით  შესყიდვების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა დამტკიცებულ  გეგმაში და შეცვლილი  გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა. 4. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა), წლიური გეგმის შესაბამისად, ახალციხის  მუნიციპალიტეტი ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. 5. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და  მუნიციპალიტეტისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ვ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა  მუნიციპალიტეტი; ზ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; თ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; ი) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; კ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; ლ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; მ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; ნ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.     მუხლი 3🔗 ელექტრონულ სისტემა ePLAN-ში  ინფორმაციის რეგისტრაციის უფლებამოსილება. ელექტრონულ სისტემა ePLAN-ში ინფორმაციის რეგისტრაციის უფლებამოსილება მიენიჭოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსს. დანართი №2