შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 11.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/19
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეცნიერებისა
და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა, განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა,
აღიარებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური დაცვა,
აცნობიერებენ რა, ავტორთა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას,
ხელმძღვანელობენ რა, სახელმწიფოებს შორის სუვერენული თანამშრომლობის პრინციპებით, საერთო ინტერესებით და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ახორციელებენ და ავითარებენ თანამშრომლობას გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, სამრეწველო ნიმუშებზე, სასაქონლო ნიშნებსა და მომსახურების ნიშნებზე, ასევე საავტორო სამართლისა და მომიჯნავე უფლებების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების სფეროში, ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან, ან იქნებიან მხარეთა სახელმწიფოები.
მუხლი 2🔗
მხარეთა თანამშრომლობა მიმართული იქნება:
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისაკენ;
მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობების ჰარმონიზაციისაკენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, რომელთა მონაწილენიც არიან ან გახდებიან მხარეთა სახელმწიფოები;
ინფორმაციის, ნორმატიული და სხვა დოკუმენტების, ასევე გამოცდილებისა და სპეციალისტების ურთიერთგაცვლისაკენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში;
ინტელექტუალური საკუთრების საკითხების შემცველი გამოფენების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებისაკენ;
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე;
კადრების მომზადებისა და პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლებისაკენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, ამ სამუშაო გამოცდილების გაზიარებისაკენ;
მხარეთა სახელმწიფოების სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ხელშეწყობისაკენ;
მხარეთა შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სხვა ფორმებისაკენ.
მუხლი 3🔗
ერთი მხარის სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისარგებლებენ სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებული საპატენტო ფონდებით, ბიბლიოთეკებითა და მონაცემთა ბანკებით, იმავე პირობებით, რომლებიც ენიჭებათ ამ მეორე მხარის სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან:
საქართველოში - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი”;
ბელარუსის რესპუბლიკაში - ბელარუსის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტი.
წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობის წესი და პირობები განისაზღვრება მათ შორის გაფორმებული სპეციალური შეთანხმებებით.
მუხლი 5🔗
აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები ერთმანეთს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მეცნიერების, ტექნიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებში ასახავენ დებულებებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოთა შორის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმოწერა ხორციელდება რუსულ ენაზე.
მუხლი 7🔗
მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავები და უთანხმოებები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, გაფორმებული ცალკე ოქმებით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. მისი მოქმედება გაგრძელდება ავტომატურად მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე მითითებული პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ ეხება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში დაუმთავრებელი თანამშრომლობის ღონისძიებების შესრულებას, რომლებსაც მხარეები ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
შესრულებულია ქ. თბილისში 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, ქართულ, ბელარუსულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ბელარუსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)