,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-47/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-47/ნ

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.01.2015 წ., 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4  დანართის (სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულება):
1. მე-2  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და პროგრამების მართვის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულის მიზნით სამმართველო:

ა.ა) განიხილავს და აანალიზებს პროგრამის განმახორციელებლებისგან კვარტალურად მიღებულ ჯამურ ინფორმაციას პროგრამის (კომპონენტების მიხედვით) რაოდენობრივი და ფინანსური შესრულების, ასევე პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ;

ა.ბ) განმახორციელებლების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავებას;

ა.გ) პროგრამის კოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს (პროგრამის განმახორციელებლები, პროგრამის მიმწოდებლები, ექსპერტები) შორის კომუნიკაციას;

ა.დ) განმახორციელებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას;

ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის, ასევე, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სოციალური დახმარებების და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის – საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ზ) სახელმწიფო სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

თ) ბავშვთა სააღმზრდელო და სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა სადღეღამისო დაწესებულებების მიერ განხორციელებული მომსახურებების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

კ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენი ანგარიშების მომზადება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

2. მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო

სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფაგრლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში სოციალური პოლიტიკის შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების  ხელშეწყობა;

გ) სოციალური მომსახურებების დაგეგმვის და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება;

დ) სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად, სოციალური მომსახურებების მიმწოდებელთა რეგისტრაცია;

ე) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამართლებრივი ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.10.2015.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-47/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016356.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №01-47/ნ, 19.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016356 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3016557/