სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებისა და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 13.10.2015
ძალის დაკარგვა 18.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,791 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2015 მიღება
18.03.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
მოზიდული პრემია
სადაზღვევო პრემია, რომელიც მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდში ძალაში შესულ დაზღვევის (მიღებული გადაზღვევის) ხელშეკრულებებს/პოლისებს (მრავალწლიანი ხელშეკრულებების/პოლისების ჩათვლით), მიუხედავად იმისა, გადახდილი არის მზღვეველისათვის პრემია თუ არა
მუხლი 2
კლიენტი
დამზღვევი,  ბენეფიციარი (მოსარგებლე), საპენსიო სქემის მონაწილე, მეანაბრე, რომელთა  მიმართ სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის პროცედურის გამოყენება
მუხლი 2
ოპერაციის (გარიგების)  მოცულობა
ოპერაციის (გარიგების) თანხა, რომელიც აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ექვემდებარება კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო იდენტიფიკაციის პროცედურას, ასევე ოპერაციის (გარიგების) თანხა, განურჩევლად მისი ოდენობისა, როდესაც ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, ან  წარმოადგენს საეჭვო გარიგებას
მუხლი 2
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
რეზიდენტი ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე
მუხლი 2
არარეზიდენტი ფიზიკური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ
მუხლი 2
რეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
არარეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
რეგისტრირებული
დაფუძნებული – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს  კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებისა და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №08 2015 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებისა და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა​1“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა  და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ „სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა  და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესით" დამტკიცებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნეს  2016 წლის 01 იანვრიდან. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა  და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა  და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ  ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების“ (შემდგომში – ანგარიშგება) იმ ცალკეული  ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებენ განმარტებას,  ასევე  სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) დამატებით მისაწოდებელი ინფორმაციის წარდგენის წესს. 2. ამ წესის მიზანია დისტანციურად  შეფასდეს კონკრეტულ სადაზღვევო ორგანიზაციასა (შემდგომში – მზღვეველი) და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლთან  (შემდგომში – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) მიმართებით არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე მათი შიდა კონტროლის სისტემის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. 3. ეს წესი განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მზღვეველისა  და   საპენსიო სქემის დამფუძნებლისათვის. 4. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება  მათ მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურად. 5. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით. 6.დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ყველა მზღვეველი/საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს აწვდის  ანგარიშგებას ამ წესით დადგენილი ფორმით და ვადებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.ამ წესის მიზნებისათვის, ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოზიდული პრემიასადაზღვევო პრემია, რომელიც მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდში ძალაში შესულ დაზღვევის (მიღებული გადაზღვევის) ხელშეკრულებებს/პოლისებს (მრავალწლიანი ხელშეკრულებების/პოლისების ჩათვლით), მიუხედავად იმისა, გადახდილი არის მზღვეველისათვის პრემია თუ არა; ბ) კლიენტი – დამზღვევი,  ბენეფიციარი (მოსარგებლე), საპენსიო სქემის მონაწილე, მეანაბრე, რომელთა  მიმართ სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის პროცედურის გამოყენება; გ)  ოპერაციის (გარიგების)  მოცულობა – ოპერაციის (გარიგების) თანხა, რომელიც აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ექვემდებარება კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო იდენტიფიკაციის პროცედურას, ასევე ოპერაციის (გარიგების) თანხა, განურჩევლად მისი ოდენობისა, როდესაც ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, ან  წარმოადგენს საეჭვო გარიგებას; დ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ე) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე; ვ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; ზ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ი) რეგისტრირებული – დაფუძნებული – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს  კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗 . ანგარიშგების ფორმები ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციის/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ (ფორმა №1); ბ)  ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2); გ) ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტების/ოპერაციების (გარიგებების) შესახებ (ფორმა №3); დ) ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №4); ე) ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ  (ფორმა №5); ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ (ფორმა №6); ზ)   ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №7); თ) ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციის/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის  მიერ განსაზღვრული საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №8); ი)    ინფორმაცია რისკის მატარებელი სადაზღვევო პროდუქტების შესახებ (ფორმა №9); კ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10); ლ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №11); მ) ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის  მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ (ფორმა №12). მუხლი 4🔗. ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციის/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ (ფორმა №1) ფორმა მოიცავს მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის, ამ უკანასკნელის საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე საქართველოში  არსებული ფილიალების (სერვისცენტრების) რაოდენობის, საპენსიო სქემის დამფუძნებლის საზღვარგარეთ არსებული ფილიალების რაოდენობის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით  სამსახურის  ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების) თარიღის  და ამგვარი შემოწმების შედეგად მინიჭებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის შესახებ ინფორმაციას. მუხლი 5🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2) 1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან.  რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს  კლიენტთა რაოდენობისა და მათთან  დაკავშირებული ოპერაციების (გარიგებების) თანხობრივი მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით მზღვეველმა/საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. საანგარიშო  პერიოდში კლიენტის რისკის დონის ცვლილებისას, ანგარიშგების ფორმაში აისახება ბოლოს მინიჭებული რისკის  დონე. 3. კლიენტების რაოდენობაში იგულისხმება იმ დამზღვევთა/მეანაბრეთა ჯამური რაოდენობა, რომელთა მიმართ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო იდენტიფიკაციის პროცედურები და იმ ბენეფიციართა(მოსარგებლეთა)/მონაწილეთა ჯამური რაოდენობა, რომლებზეც მოხდა სადაზღვევო  ანაზღაურების/საპენსიო დანაგროვის გაცემა  საანგარიშო პერიოდში. თუ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ერთი  და იმავე დამზღვევის მიმართ რამდენჯერმე განხორციელდა  კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის პროცედურები, მსგავსი კლიენტი ფორმაში აისახება როგორც ერთი კლიენტი. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება იმ ბენეფიციართა (მოსარგებლეთა) მიმართ, რომლებზეც  რამდენჯერმე მოხდება სადაზღვევო  ანაზღაურების გაცემა. 4. ოპერაციის (გარიგების) მოცულობაში იგულისხმება  საანგარიშო პერიოდში გაფორმებული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მოზიდული პრემიის  და საანგარიშო პერიოდში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების თანხობრივი ოდენობა; ასევე, საანგარიშო პერიოდში მეანაბრის მიერ გადახდილი საპენსიო შენატანისა და მონაწილის მიერ გატანილი საპენსიო დანაგროვის თანხობრივი ოდენობა. 5. გაცემულ სადაზღვევო  ანაზღაურებაში იგულისხმება უშუალოდ კლიენტის მიმართ ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორება და შესაბამისად, არ  შედის პროვაიდერი კლინიკების,  სერვისცენტრების და მსგავსი  პირების მიმართ განხორციელებული  გადახდები. მუხლი 6🔗. ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტების/ოპერაციების  (გარიგებების) შესახებ (ფორმა №3) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში მოზიდული პრემიის/გადახდილი საპენსიო შენატანის და გაცემული სადაზღვევო  ანაზღაურების/საპენსიო დანაგროვის რაოდენობისა და ოპერაციის (გარიგების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ველში – მთლიანი ბრუნვა – აღნიშნული ინფორმაციის ჯამური მაჩვენებლები. 2.ერთი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის რამოდენიმე  სახეობის არსებობისას, როდესაც თითოეული სახეობის შესაბამისი სადაზღვევო პრემია ან სადაზღვევო  ანაზღაურება არ აღემატება 3 000 ლარს, თუმცა ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა ან გაცემული  სადაზღვევო ანაზღაურება სცილდება მას, ოპერაციის (გარიგების) რაოდენობაში აღირიცხება დაზღვევის თითოეული სახეობა ცალ-ცალკე, ხოლო ოპერაციის (გარიგების) მოცულობაში – დაზღვევის თითოეული სახეობის შესაბამისი თანხა. მუხლი 7🔗. ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №4) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნებისა და სხვადასხვა სახის ოპერაციების (გარიგებების) მიხედვით ნებისმიერი სისტემით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების (გარიგებების) რაოდენობისა და  ოპერაციის (გარიგებების)  მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაცია აისახება  გარიგების მონაწილის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით. 3. ოპერაციის (გარიგების) რაოდენობაში იგულისხმება კონკრეტული ოპერაციის (გარიგების) რაოდენობრივი  მაჩვენებელი, ხოლო ოპერაციის (გარიგების) მოცულობაში – ფაქტობრივად ჩარიცხული/გადარიცხული თანხების ოდენობა. 4. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 8🔗. ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ  (ფორმა №5) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის სალაროს შემოსავლის და გასავლის გარკვეული სახის ოპერაციები (გარიგებები),  გაშიფრული შინაარსის მიხედვით. 2. ოპერაციის (გარიგების) რაოდენობაში იგულისხმება კონკრეტული ოპერაციის (გარიგების) რაოდენობრივი  მაჩვენებელი, ხოლო ოპერაციის (გარიგების) მოცულობაში – ფაქტობრივად გასული/შემოსული თანხების ოდენობა. მუხლი 9🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების)  შესახებ (ფორმა №6) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტებთან დაკავშირებული  როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული გარკვეული ოპერაციების (გარიგებების) რაოდენობისა და ოპერაციების (გარიგებების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია.   2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კლიენტთა მიერ და/ან მათ სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოპერაციებს. 3. ოპერაციის (გარიგების) მოცულობაში იგულისხმება ფაქტობრივად ათვისებული თანხები. 4. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს მზღვეველთან/საპენსიო სქემის დამფუძნებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების (დამზღვევის/მეანაბრის) რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისაб განხორციელდა თუ არა მათ მიერ ან მათ მიმართ საანგარიშო პერიოდში რაიმე ოპერაცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ დამზღვევთა/მეანაბრეთა  შესახებ, რომელთა მიმართ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყდა დაზღვევის/საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედება. თუ საანგარიშო პერიოდში ხდება ამავე პერიოდში ვადაგასული დაზღვევის ხელშეკრულების განახლება,  მოცემულ შემთხვევაში რაოდენობრივ მაჩვენებელში აისახება მხოლოდ ერთი მონაცემი. 5. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, თანაბარი რისკის არსებობის შემთხვევაში, მონაცემის ასახვა  ხდება ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისად. 6. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 10🔗. ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახლემწიფო ზედამხედველობის სამსახურის  რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №7) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება სამსახურის როგორც ადგილზე ინსპექტირების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა. 2. ანგარიშგების ფორმაში ასახულ უნდა იქნეს თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი. 3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. მუხლი 11🔗. ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციის/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის  მიერ განსაზღვრული საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა № 8) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით). 2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია, ქვეყნის ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა. 3. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმა №8-ში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად. მუხლი 12🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი სადაზღვევო პროდუქტების შესახებ (ფორმა № 9) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ, რომელიც რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. 2. ანგარიშგების ფორმაში  მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ რისკების შემცირების მიზნით გატარებულ ზომებს. მუხლი 13🔗. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა № 10) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას. 2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზღვარს ზემოთ ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით. მუხლი 14🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა № 11) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების (გარიგებების) მოცულობის შესახებ ინფორმაციას. 2. კლიენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლის ასახვა ხდება ამ  წესის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ოპერაციების (გარიგებების) მოცულობის – ამ  წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. 4. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ონლაინ სამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია. 5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა ასევე მოიცავს  აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკავრიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს. 6. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება  ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების  შესახებ ინფორმაცია. 7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოებისა. 8. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთირებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს  საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს. 9. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს  გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარების გამცემ პირებს, რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ. 10. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვ.) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს. 11. ფორმაში გათალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა. 12. ფორმაში არ აისახება იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით. 13. ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს. 14. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია. 15. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ ლიცენზირებული/რეგისტრირებული პირებისა. 16. სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინ სესხის გამცემი პირები) და ამავდროულად არ წარმოადგენენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 17. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება კლიენტის მიერ და მის სასარგებლოდ  გადახდილი თანხების ჯამური მოცულობა.  18. ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევიან კომპანიები,  რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში, მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს. 19. მზღეველისა და საპენსიო  სქემის დამფუძნებლის მიერ ფორმაში ასევე ასახული უნდა იქნეს  მის მიერ  საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული მაღალი რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ ეს ნიშნები განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან. 20. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები: ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც მონაცემების ასახვა ხდება ორივე ფაქტორში. მაგალითად, თუ დეველოპერული კომპანია ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანია, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში. მუხლი 15🔗.  ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის  მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ (ფორმა № 12) 1.ანგარიშგების ფორმაში კითხვარის სახით მოცემულია მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების აღწერილობა. 2.ანგარიშგების ფორმაში მოცემული პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობის გასწვრივ, შესაბამის ველში, მიეთითება შემდეგი პასუხები: „კი“, „არა“, „ნაწილობრივ“. 3.აღნიშნული ფორმა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის  მიერ დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება/დამატება, ხოლო ცვლილების/დამატების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია. მუხლი 16🔗. მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია 1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს  წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე-17 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. პოლიტიკა-პროცედურები  არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია. 4. მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებლისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 17🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები 1. მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს ანგარიშგებას წარუდგენს შემდეგი თარიღებისთვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს კალენდარული წლის 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა. 2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ  პოლიტიკა-პროცედურას მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად. 3. კონკრეტული მზღვეველის და საპენსიო სქემის ადგილზე ინსპექტირების დაგეგმვის მიზნით, მზღვეველისა და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მზღვეველისა და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ. მუხლი 18🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი ამ წესის მე-17 მუხლის  პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: amlreport@insurance.gov.ge. 2. ანგარიშგება ციფრულად ხელმოწერილი უნდა იქნეს გენერალური დირექტორის (დირექტორის) ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 3. მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებელი ამ წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: amlreport@insurance.gov.ge. 4. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, სამსახურს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.