📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.10.2015
ძალის დაკარგვა 20.07.2016
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 756 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2015 მიღება
20.07.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №57 2015 წლის 13 ოქტომბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №22 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური დაგეგმარების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge; 27/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016138) და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №23 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge; 27/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016139). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების  პროგრამების  დაგეგმარებას, შემუშავებას და მათ განხორციელებას, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და შესრულებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის  მოხელეებისაგან.     2.სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის. ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; პ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ჟ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; რ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ს)წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ტ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 5🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.