ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.10.2015
ძალის დაკარგვა 31.05.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ზოგიერთი ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2015 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის (სამსახურის) თანდართული დებულება (დებულება თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის (სამსახურის) დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატი (სამსახური)
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატი(სამსახური) (შემგომში - აპარატი), არის გამგეობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას;
2. აპარატი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად;
3. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, წინამდებარე დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
4. აპარატის ადგილსამყოფელია (იურდიული მისამართი): ქალაქი ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.
თავი II
წარმომადგენელთა აპარატის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 2🔗.
წარმომადგენელთა აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათ საქმიანობაში მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სტილის დამკვიდრება;
მუხლი 3🔗.
აპარატი:
ა) ამზადებს და ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარმომადგენელთა შეხვედრებს და თათბირებს;
ბ) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვას;
დ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამების, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სხვა ფონდებიდან და ინვესტიციებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს გამგებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
ე) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას;
ვ) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზებას უწევს „სოფლის მხარდამჭერთა პროგრამების“განხორციელების მიზნით მოსახლეობის გამოკითხვას და საერთო კრებების მომზადებას და ჩატარებას, აანალიზებს მიღებულ გადაწყვეტილებებს და სათანადო ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;
ზ) გამგებლის წარმომადგენლებს უწევს მეთოდურ დახმარებას მათზე დაკისრებული უფლება- მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის;
თ) მონაწილეობს და კორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებას;
ი) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ და კორდინაციას უწევს წარმომადგენლებთან ერთად მათ განხორციელებას.
თავი III
აპარატის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
აპარატის შემადგენლობა, მათი უფლება-მოვალეობები
1) წარმომადგენელის აპარატი შედგება: აპარატის უფროსისაგან და გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის საჯარო მოხელეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალებას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მთ. სპეციალისტი.
2) წარმომადგენელთა აპარატის საქმიანობას წარმართავს და უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს წარმომადგენელთა აპარატის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ მიღებულის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) წარმართავს აპარატის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობის შესრულებაზე;
გ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს აპარატის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილებას და მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
დ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების, სამსახურეობრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების შესახებ;
ე) აპარატში შემოსულ კორესპოდენციებსა და დავალებებს ანაწილებს აპარატის თანამშრომელთა შორის;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს აპარატის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ ) ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას.
3) აპარატის მოსამსახურე (მთავარი სპეციალისტი)
ა) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წამომადგენელთა საქმიანობას;
ბ) ახდენს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს სამსახურის უფროსს;
დ) მეთოდურ დახმარებას უწევს გამგებლის წარმომადგენელს (საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის და სახვა ნორმატიული აქტების გაცნობაში);
ე) გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მათთან ერთად სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებს;
ვ) ასრულებს აპარატის (სამსახურის) უფროსის დავალებებს;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
4) აპარატის მოსამსახურე (წამყვანი სპეციალისტი)
ა) გამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციის საფუძველზე აპარატის (სამსახურის) უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) დახმარებას უწევს გამგებლის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის თაობაზე;
დ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს მისთვის წინამდებარე დებულებით დაკისრებულ მოვალეობებს განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულში;
ე) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
5) აპარატის მოსამსახურე (უფროსი სპეციალისტი)
ა) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს წარმომადგენლობის აპარატში შემოსულ განცხადებებზე საქმისწარმოების ავტომატიზირებული პროგრამის გამოყენებით;
ბ) აგროვებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სხვადასხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;
გ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს მისთვის წინამდებარე დებულებით დაკისრებულ მოვალეობებს განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულში;
დ) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
6) აპარატის მოსამსახურე (სპეციალისტი)
ა) შემდგომი ანალიზის მიზნით ინფორმაციას აგროვებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) დახმარებას უწევს გამგებლის წარმომადგენელს სახელმწიფოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებული სხავადასხვა პროექტების განხორციელებაში;
გ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს მისთვის წინამდებარე დებულებით დაკისრებულ მოვალეობებს განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულში;
დ) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
7) აპარატის მოსამსახურე მოვალეა:
ა) შეასრულოს აპარატის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები;
ბ) დაიცვას აპარატისა და გამგეობის შინაგანაწესი;
გ) შეასრულოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დავალებები;
დ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
8) აპარატის მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელებისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისაგან;
გ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
დ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ე) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 5🔗.
აპარატის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
1 აპარატის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2 აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.