ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.10.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2015 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა“, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში-წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „:ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
4. საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და /ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს წევრი.
6. მუნიციპალიეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1.მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე სამი დღით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.baghdati.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2.მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალტეტის ვებგვერდზე www.baghdati.gov.ge ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი -----------------------------------------------------
თანამდებობის დასახელება ---------------------------------------------------------------------------------
ფრაქციის დასახელება-------------------------------------------------------------------------
კომისი(ებ)ის დასახელება----------------------------------------------------
არჩევის წესი(მაჟორიტარული ოლქის მითითებით)-------------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდი -20___წლის ___-დან 20___წლის _______მდე.
ანგარიშის ტიპი(რიგითი, რიგარეშე)----------------------------------------------------
I.საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1.სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა_______
საკრებულოს სხდომებზე დასწრება___________
2.სულ კომისიის სხდომების რაოდენობა__________მ/შ დროებითი კომისიების______
კომისიის სხდომებზე დასწრება_____________მ/შ დროებით კომისიებში_______
3.სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა_________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება________
4.საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინიციირებული საკითხებიდან მიღებული იქნა_____დადგენილება_____განკარგულება
5.საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები-----------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _______ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა
რაოდენობა___________
8.მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები(მათ შორის, დადებითად
გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი ---------------
წარდგენის თარიღი --------------
ხელის მოწერა ---------------