საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2015
გამომცემი ორგანო რიგითი №
ნომერი №ფორმის განმარტება:
1. იარაღის შემცვლელი ბარათი გაიცემა ყველა მოსამსახურეზე პირადი ხელმოწერის შემდეგ, ვისზედაც მიმაგრებულია ტაბელური იარაღი, პირველი ჩაბარების დროს პასუხისმგებელ პირზე.
2. იარაღის შემცვლელ ბარათს ხელს აწერს განყოფილების უფროსი და მტკიცდება ბეჭდით.
3. იარაღისა და ვაზნების მიღების დროს პასუხისმგებელი პირი ღებულობს თანამშრომლისაგან იარაღის შემცვლელ ბარათს, ხოლო იარაღის ჩაბარების შემდეგ უბრუნებს შემცვლელ ბარათს.
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.038.016561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| რიგითი № | ჩანაწერის თარიღი |
| გაცემის თარიღი | ვისზე გაიცა (გვარი, სახელი) |
| დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი | ჩანაწერების თარიღი |
| № რიგზე | შეიარაღების დასახელება |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | ძალაშია სამსახურებრივ მოწმობასთან ერთად --------------------------------- საიარაღო განყოფილების უფროსი (ხელმოწერა) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №146
2015 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანება.
მუხლი 3🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და საგამოძიებო დეპარტამენტმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) საიარაღო განყოფილებას გადასცენ მათზე რიცხული ის იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომლებიც ინახება საცავში/საიარაღო ოთახში, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი
1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის, შენახვა-დასაწყობებისა და გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ამ წესის მიზნებისთვის:
ა) უფლებამოსილი მოსამსახურე არის „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;
ბ) საცავი – ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) საიარაღო განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება) არსებული ოთახი, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, აგრეთვე საიდანაც ხდება მათი პირველადი გაცემა უფლებამოსილ მოსამსახურეებზე;
გ) საიარაღო ოთახი –
სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს, ამავე დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დაქვემდაბარებაში (განკარგულებაში) არსებული ოთახი, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება პირველადი გადაცემის შემდეგ.
თავი II
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა
მუხლი
3🔗
1. სამინისტროში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, სამინისტროში არსებული შეიარაღება, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ექვემდებარება აღრიცხვას. სამინისტროში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა ხორციელდება ერთიანი ბაზის მეშვეობით. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამინისტროს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ფაქტობრივ მდგომარეობას.
მუხლი 4🔗
1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სააღრიცხვო დოკუმენტებია:
ა) სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მონაცემები;
ბ) წიგნები;
გ) ჟურნალები;
დ) ზედდებულები;
ე) ბარათები;
ვ) უწყისები;
ზ) აქტები;
თ) სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის ოპერაციები.
2. სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მონაცემები, დადასტურებული სათანადო ხელმოწერებითა და ბეჭდებით, წარმოადგენს სამინისტროში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის აღრიცხვის დოკუმენტს.
3. საცავში არსებული შეიარაღების აღრიცხვის ჟურნალი – ფორმა №1 (დანართი №1) განკუთვნილია შეიარაღების საცავში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისათვის; შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის თითოეულ საგანზე ჟურნალში გამოიყოფა ცალკე კარი.
4. შეიარაღების გაცემისა და მიღების წიგნი – ფორმა №2 (დანართი №2) განკუთვნილია:
ა) ნაწილი I – შეიარაღების მიღებისა და გაცემის აღრიცხვისათვის;
ბ) ნაწილი II – შეიარაღების დროებით შენახვის აღრიცხვისათვის.
5. შეიარაღების შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო ჟურნალი – ფორმა №3 (დანართი №3) განკუთვნილია სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციისთვის.
6. შეიარაღების გასავლისა და შემოსავლის ზედდებული –
ფორმა №4 (დანართი №4) წარმოადგენს შეიარაღების საცავიდან უფლებამოსილი პირის მიერ შეიარაღების მიღება-გაცემისას მისი სახეობისა და ოდენობის აღმნიშვნელ დოკუმენტს.
7. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გასაცემ-ჩასაბარებელი უწყისის ფორმა №5 (დანართი №5) წარმოადგენს სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ მოსამზადებელი და სავარჯიშო სროლის კურსების გავლისას საბრძოლო მასალის ხარჯვის აღმრიცხველ დოკუმენტს.
8. იარაღის შემცვლელი ბარათი – ფორმა №6 (დანართი №6) წარმოადგენს უფლებამოსილ მოსამსახურეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის განპიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს სამორიგეო დანაყოფებიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემისას.
9. სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებისას თავისუფლად დარჩენილი ადგილი იხაზება ზიგზაგოვანი ხაზით. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს იარაღის:
ა) რეგისტრაციის ნომერს;
ბ) სააღრიცხვო ოპერაციის წარმოების თარიღს;
გ) დოკუმენტის შედგენის დროს;
დ) შემდგენი პირის სახელს, გვარს და თანამდებობას;
ე) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებაზე უფლებამოსილი და მათი გამცემი და მიმღები თანამდებობის პირების სათანადო ხელმოწერებს.
10. ჩანაწერები სააღრიცხვო დოკუმენტებში ფაქტობრივად არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის შესახებ იწარმოება დედნების საფუძველზე.
11. კალენდარული წლის ბოლოს სააღრიცხვო დოკუმენტებზე კეთდება ანგარიში და მიეთითება შედეგობრივი ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. იდენტურად წარმოებს ხელმოწერა ანგარიშების დახურვისას და შედეგების გადატანისას ახალ სააღრიცხვო დოკუმენტებში.
12. სამინისტროზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის შედარება სამსახურის სააღრიცხვო მონაცემებთან წარმოებს ყოველწლიურად ინვენტარიზაციის ჩატარების წინ, სამსახურის გეგმის შესაბამისად დადგენილი დროისა და წესის მიხედვით.
13. სააღრიცხვო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომების გასწორება ხორციელდება სათანადო ორმხრივი დამადასტურებელი ხელწერილის საფუძველზე.
14. აღრიცხვის ამსახველი აუცილებელი დოკუმენტები იკერება საქმეებად. დანომრილი, აკინძული, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სააღრიცხვო დოკუმენტები არსებული წესით ტარდება შეიარაღების შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო ჟურნალში.
თავი III
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება, გაცემა და ჩაბარება
მუხლი 5🔗
1. უფლებამოსილ მოსამსახურეებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეიარაღების საცავიდან გაცემა (მიღება) ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მოადგილის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის (სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის შემთხვევაში) წარდგინებითა და მინისტრის ნებართვით. წარდგინებაში აღინიშნება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დასახელების, რაოდენობის და მისი მიმღები უფლებამოსილი მოსამსახურის მონაცემები (დაკავებული თანამდებობა, გვარი, სახელი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი) და მათი გამოყენების საჭიროება. დაუშვებელია წარდგინებაში მითითებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გარდა სხვა სახის შეიარაღების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას და აღჭურვილობას.
2. სამინისტროში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) საიარაღო განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).
3. შეიარაღების საცავიდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა, მიღება (დიდი ოდენობით) და ჩაბარება (ინდივიდუალურად) წარმოებს შეიარაღების გასავლისა და შემოსავლის ზედდებულით (დანართი №4) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობის, სააღრიცხვო ნომრის და გამოშვების თარიღის მითითებით, საცავიდან ქონების გაცემაზე და მის მიღებაზე უფლებამოსილი პირების/მოსამსახურეების სათანადო ხელმოწერებით.
4. აღნიშნული ზედდებული ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან დედანი ინახება საცავში, ხოლო მეორე პირი ეძლევა მიმღებს (ჩამბარებელს).
მუხლი 6🔗
სააღრიცხვო წიგნში ჩანაწერებს აწარმოებს განყოფილების მოსამსახურე მიმღების (ჩამბარებლის) თანდასწრებით, გაფორმებული ზედდებულების (შემოსავალ-გასავლის დოკუმენტების) საფუძველზე.
მუხლი
7🔗
პენიტენციურ დაწესებულებებში მორიგეობის გადაბარებისას მორიგე ინსპექტორი/ოცეულის მეთაური ვალდებულია შეამოწმოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ფაქტობრივი და დოკუმენტური მდგომარეობის რეალობა და სისწორე.
მუხლი
8🔗
1. სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად უფლებამოსილი მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უფლებამოსილ მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) უფლებამოსილ მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მიღებული დადებითი დასკვნა საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსების გავლისას;
2. უფლებამოსილ მოსამსახურეს, სამინისტროში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ტარების უფლებით გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად უფლებამოსილ მოსამსახურეს, გადაეცემა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებისა და შენახვის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №7).
მუხლი 9🔗
1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მინისტრის ნებართვის შესაბამისად, განყოფილების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (ნებართვის გაცემიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში) გაიცემა შესაბამის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე.
2. უფლებამოსილ მოსამსახურეებს, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამინისტროდან დათხოვნის/გათავისუფლების შემთხვევაში, ევალებათ მათზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით ჩააბარონ განყოფილებას.
მუხლი 10🔗
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განყოფილებას უფლებამოსილ მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების ან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 11🔗
უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას, აგრეთვე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, დადგენილი წესით, ბარდება განყოფილებას. აღნიშნულ შემთხვევებში მოსამსახურეს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (დანართი №6).
თავი IV
სამინისტროში
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვა
მუხლი 12🔗
1. უფლებამოსილი მოსამსახურე მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას პირველადი გადაცემის შემდეგ, ინახავს სამუშაო ადგილის შესაბამისად მის პირად სეიფში, ლითონის კარადაში ან საიარაღო ოთახში.
2. იარაღი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას ინახება ლითონის კარადაში ან სეიფში.
3. იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცებისას უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, უშუალო ხელმძღვანელსა და განყოფილებას. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
მუხლი 13🔗
1. საცავში/საიარაღო ოთახში გამოყენებული უნდა იყოს მშრალი, ნათელი სათავსები, რომლებიც აკმაყოფილებენ შენახვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. საცავის/საიარაღო ოთახის ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილი უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით; საცავის სათავსები მოწყობილი უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებითა და კარადებით.
3. საცავისა და საიარაღო ოთახის ჭერი, ფანჯრები, კარები და სავენტილაციო ღიობები შიგნიდან ბლოკირებული უნდა იყოს სიგნალიზაციით, საიდანაც გამავალი სიგნალი უნდა გადაეცეს განყოფილებას. სიგნალიზაციის გამართული მუშაობა მოწმდება ყოველდღიურად, საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საცავი ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო შეიარაღებული დაცვით.
4. საბრძოლო მასალები უნდა ინახებოდეს ცალკე საცავში, ხოლო პიროტექნიკურ საშუალებათა (სასიგნალო და მანათობელი ვაზნების, მბოლავი დენთის ნაწარმის) ფეთქებადი პაკეტების, ცეცხლგამტარი ზონარის და აალებადი ნივთიერებების შესანახად გამოიყენება ცალკე კაპიტალური საცავები.
მუხლი 14🔗
1. საცავში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები.
2. საცავში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება, გარდა იმ საცავებისა, რომლებშიც ინახება საბრძოლო მასალა და შესაზეთი მასალები. აღნიშნულ შემთხვევებში გამოიყენება ელექტროფარანი. საცავში ნავთის ფარნის, ლამპის, ჩირაღდნის, სანთლისა და ღია ალის, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენება დაუშვებელია.
3. აკრძალულია თამბაქოს მოწევა საცავში და საცავის ტერიტორიაზე, აგრეთვე საიარაღო ოთახში.
4. საცავში/საიარაღო ოთახში, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის შენახვა.
5. საცავში/საიარაღო ოთახში იარაღი ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით.
6. სასწავლო საბრძოლო მასალა ინახება სასწავლო ხელსაწყოებთან ერთად ცალკე საცავში (საიარაღო ოთახში ან საიარაღო ოთახში არსებულ ცალკე რკინის კარადაში), რომელთანაც საბრძოლო მასალის შენახვა აკრძალულია.
მუხლი 15🔗
საცავში/საიარაღო ოთახში ჰერმეტულ მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო მასალა საკონტროლო-ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარება. დათვალიერება ხდება მხოლოდ ყუთების გარეგანი გამართულობის თვალსაზრისით.
მუხლი 16🔗
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავის და ლითონის კარადების გასაღების ორიგინალები სამუშაო დღის განმავლობაში თავსდება მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) და ინახება განყოფილებაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გასაღების მეორე ეგზემპლარები მუდმივად ინახება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორთან, რომელთა გაცემა გასაღების დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით. განსაკუთრებულ შემთხვევაში საცავისა და საიარაღო ოთახის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით, გასაღების მეორე ეგზემპლარის საშუალებით. კარების გახსნა ხდება კომისიური წესით, ხოლო გასაღების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერით.
თავი V
სამინისტროს ბალანსზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვისა და აღრიცხვის საერთო კონტროლი
მუხლი 17🔗
განყოფილების უფროსსა და სამინისტროში შექმნილ შესაბამის საინვენტარიზაციო კომისიას უფლება აქვს, პერიოდულად შეამოწმოს სამინისტროში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის აღრიცხვის, გაცემის, ჩაბარების, შენახვა-დასაწყობებისა და დაცვის კანონიერება.
მუხლი
18🔗
სამინისტროში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის კანონიერებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე შესაბამისი აქტებისა და მიმართვების საფუძველზე სათანადო რეაგირებას ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
დანართი №1
(ფორმა №1)
საცავში არსებული შეიარაღების აღრიცხვის
ჟურნალი
დაწყებულია _____________________
დამთავრებულია____________________
ნომენკლატურის ნომერი
ანგარიში ________________________
საგნების დასახელება
რიგითი №
ჩანაწერის თარიღი
დოკუმენტის სახეობა და №
ოპერაციის დასახელება
მოძრაობა
შენიშვნა
შემოსავალი
გასავალი
საერთო ნაშთი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
დანართი №2
(ფორმა №2)
_________________________________________________________________
( სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/პენიტენციური დაწესებულების დასახელება)
შეიარაღების გაცემის და მიღების წიგნი
დაიწყო ____________________________
დამთავრდა ____________________________
შეიარაღების გაცემის და მიღების აღრიცხვა
„ა“ განყოფილება (პისტოლეტები)
გაცემის თარიღი
ვისზე გაიცა/ ვისგან იქნა მიღებული
(გვარი, ინიციალები,
წოდება, თანამდებობა)
პირადობის მოწმობის
№
შეიარაღების დასახელება
გაცემულია
მიღებულია
მიმღების ხელმოწერა
იარა-ღის ნომე-რი
მჭიდების ვაზნების რაოდე -ნობა
მიმღების ხელმოწერა
მიღების
თარიღი
იარაღის
ნომერი და
რაოდენობა
მჭიდების ვაზნების რაოდენობა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
„ბ “ განყოფილება, დროებით შენახვაზე
დანართი №3
(ფორმა №3 )
_____________________________________________________________________
(სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/პენიტენციური დაწესებულების დასახელება)
შეიარაღების შემოსავალი,
გასავალი
და
სააღრიცხვო
დოკუმენტების
სარეგისტრაციო
ჟურნალი
დაიწყო „___ “ ____________ 20 წ.
დამთავრდა „ ____“ __________ 20 წ.
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი
ჩანაწერების თარიღი
დოკუმენტის დასახელება, საიდან შემოვიდა, მისი №
გასული დოკუმენტის დასახელება;
მისი №
ფურცლების რაოდენობა
ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე
ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე
დოკუმენტის შენახვის ადგილი
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი №4
(ფორმა №4)
შეირაღების გასავლის და შემოსავლის ზედდებული № ___________
„ “ --------------------- 20 წ.
პასუხისმგებელი პირი------------------------------------------------------------------------
გაეცით/მიიღეთ --------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ______________ პირადობის მოწმობის № _________________
მინდობილობის № -------------------------------------
№
რიგზე
შეიარაღების დასახელება
საზომი
ერთეული
მიღებულია
გაცემულია
შენიშვნა
რაოდენობა
რაოდენობა
მიიღო ____________________
პასუხისმგებელი პირი ____________________ გასცა ___________________
დანართი №5
(ფორმა №5)
_____________________________________________დან. სროლის კურსის
_____________________________________________სავარჯიშოს შესასრულებლად
__________________________________________________________________________
(სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/პენიტენციური დაწესებულების დასახელება )
სასროლეთზე
საბროლო
მასალის გასაცემ-ჩასაბარებელი
უწყისი
გაცემის თარიღი
ვისზე გაიცა
(გვარი, სახელი)
საბრძოლო მასალის დასახელება
რაოდენობა
ხელმო-
წერა მიღებაზე
ჩაბარება
ხელმოწერა მიღებაზე
გაუხარჯავი ვაზნები
გამტყუნებული ვაზნები
გასროლილი ვაზნების მასრები
პასუხისმგებელი პირი
შეამოწმა/ სროლის ხელმძღვანელმა
დანართი №6
(ფორმა №6)
იარაღის შემცვლელი ბარათი № ________________
გაიცა _______________________________________
(წოდება, გვარი, სახელი)
მასზედ, რომ მისგან მიღებულია შესანახად
______________________________________________
(იარაღის დასახელება, სერია, ნომერი და დამზადების წელი)
ვაზნები _____________ ც. მჭიდები __________ ც.
მოსამსახურის პირადი ხელმოწერა ____________
ბ.ა.
განყოფილების უფროსი _______________
(ხელმოწერა)
______ __________________20 წ.
ფორმის განმარტება
ფორმის განმარტება:
1. იარაღის შემცვლელი ბარათი გაიცემა ყველა მოსამსახურეზე პირადი ხელმოწერის შემდეგ, ვისზედაც მიმაგრებულია ტაბელური იარაღი, პირველი ჩაბარების დროს პასუხისმგებელ პირზე.
2. იარაღის შემცვლელ ბარათს ხელს აწერს განყოფილების უფროსი და მტკიცდება ბეჭდით.
3. იარაღისა და ვაზნების მიღების დროს პასუხისმგებელი პირი ღებულობს თანამშრომლისაგან იარაღის შემცვლელ ბარათს, ხოლო იარაღის ჩაბარების შემდეგ უბრუნებს შემცვლელ ბარათს.
დანართი №7
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ძალაშია სამსახურებრივ მოწმობასთან ერთად
---------------------------------
საიარაღო განყოფილების უფროსი
(ხელმოწერა)
№ -----
სახელი ----
გვარი ------
უფლება ეძლევა სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსით შეინახოს და ატაროს პისტოლეტი ---------------------------------