📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016560
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,717 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2015 მიღება
01.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მატერიალური ფასეულობები პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული
ინვენტარი ეკონომიკური დეპარტამენტი
კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები ანალიტიკური დეპარტამენტი
სამსახურებრივი ბეჭედი ადმინისტრაციული დეპარტამენტი
სამსახურებრივი მოწმობა ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სამსახურებრივი პასპორტი ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
დიჯიპასი ადმინისტრაციული დეპარტამენტი
სამსახურებრივი -საშტატო იარაღი პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) საიარაღო განყოფილება
სამსახურებრივი ავტომანქანა და მისი სარეგისტრაციო მოწმობა ლოჯისტიკის დეპარტამენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №145 2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის  №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესი (ქცევის ზოგადი წესები) თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესი  (ქცევის ზოგადი წესები) მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი (ქცევის ზოგადი წესები) (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეებზე,  სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისა და სოციალური სამსახურის, აგრეთვე, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე). 3. შინაგანაწესი  სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. შინაგანაწესის მიზანია: ა) სამსახურის გამართული მუშაობისათვის ხელის შეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; დ) მოსამსახურეთა ხელშეწყობა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტურობისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით; ე) ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; ვ) სამსახურებრივი საქმიანობისადმი მოსამსახურეთა კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება. 5.  შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო; ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურის ვალდებულებები; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ელექტრონული პროგრამით სარგებლობა; დ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, სამსახურში ყოფნის პირობები და წესი; ე) სამართლებრივი აქტის – ბრძანების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი; ვ) შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემის წესი; ზ) შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები; თ) სამსახურებრივი მივლინების წესი; ი) საშვის დაშვების წესი; კ) მოსამსახურის მოვალეობანი; ლ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია; მ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა; ნ) სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი; ო) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი. მუხლი  2🔗.  სამუშაო  დროის  დასაწყისი,  დასასრული  და  შესვენების  დრო 1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.  2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის  სამუშაო დრო შესაძლებელია დაიწყოს დილის 09.00 სთ-დან 10.00 სთ-მდე და შესაბამისად დასრულდეს 18.00-დან 19.00 სთ-მდე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.  3. 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის დადგენის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 4. სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამუშაო დრო, როგორც წესი, განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.  5. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე. 6. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები. 7. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე იმყოფება სამსახურის (ადმინისტრაციული შენობის) გარეთ,  ითვლება სამსახურში მყოფად.  8. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით. 9.  მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. მუხლი  3🔗.  სამსახურში  გამოუცხადებლობის/დაგვიანების  ან  სამუშაო  დროის განმავლობაში  სამსახურიდან  გასვლის  შემთხვევაში  მოსამსახურის  ვალდებულებები 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სამსახურიდან გასვლის შემთხვევაში, მოსამსახურე თავისუფლდება ხელმძღვანელი პირის თანხმობის საფუძველზე, რაც ფიქსირდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. 2. წინასწარ უცნობი მიზეზით მოსამსახურის სამსახურში დაგვიანების ან არგამოცხადების შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ უმოკლეს ვადაში აცნობოს უშუალო უფროსს. 3. მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შემდეგ, სამსახურში პირველივე გამოცხადებისას, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში  სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე შეავსოს ახსნა-განმარტებითი ბარათის ფორმა. 4. თუ სამსახურში არგამოცხადების მიზეზია ავადმყოფობა, მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისას წარმოადგინოს საავადმყოფო ფურცელი, ხოლო დაგვიანებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე დასაშვებია სამედიცინო ცნობა. მოსამსახურე, სამსახურში გამოცხადებისას, საავადმყოფო ფურცელს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტსა და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. მუხლი  4🔗  .  საინფორმაციო  ტექნოლოგიურ  პრობლემებთან  დაკავშირებით  სპეციალური  ელექტრონული  პროგრამით  სარგებლობა მოსამსახურე  ნებისმიერი საინფორმაციო ტექნოლოგიური პრობლების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტს  აფიქსირებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. მუხლი 5🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მოსამსახურის სამსახურში ყოფნის პირობები და წესი 1. მოსამსახურისათვის სამსახურში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია. 2. მოსამსახურის დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. მუხლი  6🔗.  სამართლებრივი   აქტის – ბრძანების  მოსამსახურეთათვის  გაცნობის  წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტი უნდა გაიკრას სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას, განთავსდეს ინტრანეტში ან/და ელექტრონული ფოსტით დაეგზავნოს მოსამსახურეებს. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტის გაცნობას მოსამსახურეთათვის უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. 2. მოსამსახურეს-ადრესატს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეგზავნება ან გადაეცემა მატერიალურად, რაც დასტურდება ხელმოწერით, ანდა ეგზავნება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მის თანამდებობრივ მისამართზე. მუხლი  7🔗.  შრომითი  გასამრჯელოს  (ხელფასის)  გაცემის  წესი 1. მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოებითა და სხვა დანამატებით. 2. მოსამსახურეებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი  8🔗.  შვებულების  გამოყენების  წესი 1. მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. 2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ მინისტრს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, გარდა განსაკუთრებული ან/და ოჯახური პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. 4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება. 5. თუ მოსამსახურისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, მოსამსახურის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. 6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. მუხლი  9🔗.  მოსამსახურის  სამსახურებრივი  მივლინების  წესი 1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი. 2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის ( ადგილების ), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, ასევე მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. 3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით. 4.  მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 5.  მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში. 7. მოსამსახურის მივლინებისას ივსება სამივლინებო მოწმობა (დანართი №2). სამივლინებო მოწმობის შევსებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი. მუხლი  10🔗.  სამსახურში  მოქალაქეთა  მიღების  წესი 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საშვის  დაშვების შემდეგ. 2. სამინისტროში მოქალაქეთა მისაღებად საშვის დაშვება წარმოებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. 3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რასაც პროგრამულად ააქტიურებს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო. მუხლი  11🔗.  მოსამსახურის  მოვალეობანი 1. მოსამსახურე ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ბრძანება, განკარგულება და მითითება; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ვ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; ზ) სამსახურებრივი-საშტატო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) საიარაღო განყოფილებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე; ი)  დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სხვა მოთხოვნები. 2. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან მოუფრთხილდნენ სამსახურებრივ მოწმობას და არ დაუშვან მისი დაკარგვა, რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ. 3. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამუშაო საათებში კომპიუტერული თამაში და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება. 4. მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო დროის დასრულების შემდეგ გასაღებით დაკეტოს სამუშაო ოთახის კარი. 5. მოსამსახურე ვალდებულია ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს მობილურ სატელეფონო კავშირზე. 6. მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ, მაგრამ გასვლამდე არანაკლებ 10 დღისა, წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გარდა გადაუდებელი  შემთხვევებისა. გადაუდებელ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შესახებ, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს წერილობით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შესახებ, სატელეფონო ზარის ან მოკლეტექსტური შეტყობინების გზით აცნობოს უშუალო უფროსს, რომელიც აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 7. გადაუდებელია შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია: ა) სამსახურებრივ მივლინებასთან; ბ) ახლო ნათესავის გარდაცვალებასთან; გ) მკურნალობასთან/ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასთან; დ) სხვა გარემოებებთან, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვა. 8. მოსამსახურე, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის საფუძველზე იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვალდებულია, დაბრუნების შემდგომ მოხსენებითი ბარათით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის მიზეზი და იქ ყოფნის ვადა. 9. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება. 10. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში, აზარტულ კლუბში და სათამაშო აპარატების სალონში  სათამაშოდ შესვლა. 11. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ). 12. მოსამსახურე ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული განგაშის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ადგილას, ხოლო ასეთი შეტყობინების მიღების დროს, მოსამსახურის ძირითად საცხოვრებელ ადგილას არყოფნის შემთხვევაში, ქვეყნის საზღვრებს შიგნით ნებისმიერი ადგილიდან – შეტყობინების მიღებიდან შეძლებისდაგვრად უმოკლეს ვადაში. 13. მოსამსახურე ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,  სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობოს: ა) მის მიერ იმ სამართალდარღვევათა ჩადენის შესახებ, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესის გარეშე გამოყენებასთან; ბ) დარღვევა, რომელიც ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; გ) დარღვევა, რომელსაც  ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გზით მოჰყვა სპეციალური უფლების ჩამორთმევა. 14. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა თუ კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 15. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში გამოცხადდეს დახეული ან/და ღია ფერის შარვლით, ზომაზე  მეტად მოკლე (მინიმალური სიგრძე 3-4 სანტიმეტრი მუხლის თავიდან)  ქვედაბოლოთი ან/და კაბით, მკვეთრი ფერის სამოსით, ღრმა დეკოლტირებული ან/და გამჭვირვალე პერანგით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლითა და წვრილი ზონარის მქონე მკლავის კოფთით. 16. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების შენობებში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი მოსაწევი ადგილისა/ადგილებისა, თამბაქოს მოწევა აკრძალულია. მუხლი  12🔗.  შრომის  დაცვისა  და  ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების  ზოგადი ინსტრუქცია 1. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო ადგილზე არსებული ელექტროგაყვანილობა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, არ დაუშვას ელექტროქსელთან სპეციალისტის გარეშე ისეთი მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, რომლის ექსპლუატაციაც ქმნის ხანძრის მომეტებულ საფრთხეს. 3. მოსამსახურემ არ უნდა გამოიყენოს მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები. ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს. 4. სამუშაოს დროის დასრულების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია ელექტროქსელიდან გამორთოს კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები, მათ შორის, განათების საშუალებები. აღნიშნული არ ვრცელდება სამინისტროს ერთიან ქსელურ მოწყობილობებზე. 5. სამინისტროს შენობაში ხანძრის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურს. მუხლი  13🔗.  მოსამსახურის  მატერიალური  პასუხისმგებლობა 1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ხოლო კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებზე – სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი. 2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს გადაცემული ქონების დაცვა და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს ეკონომიკური ან/და სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის  უფროსს მის სარგებლობაში არსებული ქონების დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე; გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.   3. მოსამსახურე სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის თაობაზე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი  14🔗.  სამსახურიდან  გათავისუფლებული  მოსამსახურის  ვალდებულებანი  და მოსამსახურის  გათავისუფლებასთან  დაკავშირებული  ბრძანების  მომზადების  წესი 1. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი №1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. შევსებული შემოვლის ფურცელი ინახება გათავისუფლებული მოსამსახურის პირად საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.  2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია, მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გაუგზავნოს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს. მუხლი  15🔗.  წახალისებისა  და  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  გამოყენების  წესი 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული წახალისების ფორმები. 2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. 3. არასაპატიო მიზეზით თვის განმავლობაში სამსახურში ორჯერ დაგვიანებისას ან/და არგამოცხადებისას, მოსამსახურისათვის შესაძლებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. მუხლი  16🔗.  იმ მოსამსახურეთა ქცევის  სპეციალური წესები, რომელთაც სამუშაო ადგილად  განსაზღვრული აქვთ პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეების, რომელთაც სამუშაო ადგილად განსაზღვრული აქვთ სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება, სამუშაო დრო განისაზღვრება სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ დღის განრიგით. მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს ხელწერილის დადებით გააცნოს შინაგანაწესი. ხელწერილი ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. 2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი  №1 შ  ე  მ  ო  ვ  ლ  ი  ს  ფ  უ  რ  ც  ე  ლ  ი მოსამსახურის სახელი, გვარი: ----------------------- დაკავებული თანამდებობა: -------------------------- გათავისუფლების თარიღი: --------------------------- მატერიალური ფასეულობები პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა ჩაბარების თარიღი შენიშვნა ინვენტარი ეკონომიკური დეპარტამენტი კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები ანალიტიკური დეპარტამენტი სამსახურებრივი ბეჭედი ადმინისტრაციული დეპარტამენტი სამსახურებრივი მოწმობა ადამიანური რესურსების მართვის სამსახური სამსახურებრივი პასპორტი ადამიანური რესურსების მართვის სამსახური დიჯიპასი ადმინისტრაციული დეპარტამენტი სამსახურებრივი -საშტატო იარაღი პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) საიარაღო განყოფილება სამსახურებრივი ავტომანქანა და მისი სარეგისტრაციო მოწმობა ლოჯისტიკის დეპარტამენტი დანართი №2 სამივლინებო მოწმობა მივლინებული პირი:  .  .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .    .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .   .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  . . გვარი, სახელი თანამდებობა      .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .    .  .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .   .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .   .  .  .  .  .  .  .  . .  .  .  .  .           დანიშნულების პუნქტის /ორგანიზაციის დასახელება საფუძველი: ბრძანება № ,_____ ,   `____    _______________201  წ.       მივლინების ვადა: _________დღე აღნიშვნები მივლინებაში წასვლის, დანიშნულების პუნქტში გამოცხადებისა და იქიდან გამოსვლის შესახებ: გავიდა:_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ დან                     გამოცხადდა: _ _ __ _ _ _ _  _ _ _ ში „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ.                             „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ. ხელმოწერა:                                                                         ხელმოწერა: ბეჭედი:                                                                                ბეჭედი: გავიდა:_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ დან                       გამოცხადდა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ში „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ.                              „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ. ხელმოწერა:                                                                      ხელმოწერა: ბეჭედი:                                                                            ბეჭედი: გავიდა:_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ დან                     გამოცხადდა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ში „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ.                             „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ. ხელმოწერა:                                                                    ხელმოწერა: ბეჭედი:                                                                           ბეჭედი: გავიდა:_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ დან                        გამოცხადდა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ში „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ.                              „ _ _ _" _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _   20   წ. ხელმოწერა:                                                                      ხელმოწერა: ბეჭედი:                                                                             ბეჭედი: სამივლინებო მოწმობის დანართი: „ – – –“ ფურცელზე.