📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016559
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,515 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პენიტენციური კოდექსი საქართველოს კანონი 94% 15.12.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 01.04.2019 №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 21.01.2026 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 20.02.2025 №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №144 2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება და წახალისების წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის  №183 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი დანართი  №1 საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება და წახალისების წესი მუხლი 1🔗.  გამოყენების სფერო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება და წახალისების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების (შემდგომში – მოსამსახურეთა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, დისციპლინური სახდელებისა და წახალისების სახეებს, მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს. მუხლი 2🔗. დისციპლინური  პასუხისმგებლობის  საფუძველი  და  დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს  დისციპლინური სახდელი. 2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:  ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;  ბ) სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად შექმნა;  გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა;  ე) მოსამსახურეთათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. მუხლი 3🔗. დისციპლინური სახდელის სახეები დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. მუხლი 4🔗. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი 1. მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს ამ წესის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადგენს შესაბამის დასკვნას. 2. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 3. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებისათვის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის  გაგზავნილ წერილში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ან/და კანონდარღვევის ფაქტების ჩამდენი მოსამსახურის სახელი, გვარი; ბ) თანამდებობა; გ) სამხედრო ან სპეციალური წოდება; დ) დისციპლინური გადაცდომის არსი; ე) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს; ვ) ინფორმაცია წახალისების და მოქმედი დისციპლინური სახდელის შესახებ. 5. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს. 6. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი. 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებული უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ. 8. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 9. პირს, რომელსაც უფლება აქვს, მოსამსახურეს დააკისროს დისციპლინური სახდელი, შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას დროებით ჩამოაშოროს სამსახურს. სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები. 10. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. 11. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და შესაბამისი ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი 1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა არის ერთი წელი. 2. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. 3. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე: ა) თუ მოსამსახურემ დისციპლინური სახდელის დაკისრების შემდგომ ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. 5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირი. 4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში. მუხლი 6🔗. მოსამსახურის წახალისება და წახალისების სახეები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:  ა) მადლობის გამოცხადება;  ბ) ფულადი პრემიის მიცემა;  გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;  დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;  ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;  ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;  ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;  თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;  ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;  კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.  2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.  3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. მუხლი 7🔗. მოსამსახურის წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი 1. მოსამსახურის წახალისება ხდება უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით. 2. წარდგინება უნდა შეიცავდეს მოსამსახურის დახასიათებას და დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა. 3. წახალისების უფლება აქვს მინისტრს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა მოსამსახურე წახალისებული. 5. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში. 6. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. დანართი N2 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მუხლი 1🔗. კოდექსის მიზანი 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) განსაზღვრავს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების (შემდგომში – მოსამსახურე) ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს. 2. კოდექსის მიზანია ისეთი ქცევის წესების დადგენა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსამსახურეთათვის პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას, სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ შესრულებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას. მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას საზოგადოების წინაშე აღებული აქვს საჯარო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები. 2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის, სხვა პირების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები. 3. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება. 4. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმანაციის გარეშე. 5. მოსამსახურემ არ უნდა ჩაიდინოს ან/და დაუშვას ისეთი ქმედება, როგორიცაა წამება, ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა. 6. მოსამსახურეები ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში უნდა იცავდნენ კოლეგიალობის პრინციპს და უზიარებდნენ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას. 7. მოსამსახურის ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რომ მათი მოსამსახურეები სწორად ასრულებდნენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს. მათ უნდა გამოავლინონ და აღკვეთონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 8. გამჭვირვალობა სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. 9. მოსამსახურე ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი. წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, თავაზიანი და დამაჯერებელი ფორმით. 10. საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკური ნორმების უმკაცრესი დაცვით. 11. მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ: ა) მის მიერ ეთიკური ნორმების განუხრელი დაცვა მთელი პენიტენციური სამსახურის ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვაა საზოგადოების თვალში; ბ) მის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და მოქალაქეებში არყევს საკუთარი სახელმწიფოსადმი ნდობას. მუხლი 3🔗. პირადი პასუხისმგებლობა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა. 2. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ან/და გამოყენება კერძო ინტერესებისათვის. 3. ყოველი მოსამსახურე, მიუხედავად მისი ადგილისა სამსახურებრივ იერარქიაში, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მასზე დაქვემდებარებულ პირებს. 4. მოსამსახურე, როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი, ვალდებულია წინ აღუდგეს აშკარად უკანონო ბრძანებას. 5. მოსამსახურე მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მუხლი 4🔗. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მოპყრობის ეთიკა 1. მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეპყრობოდეს ჰუმანურად, თავაზიანად და არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას. 2. მოსამსახურეს ეკრძალება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან მის ახლო ნათესავთან შევიდეს ისეთ ურთიერთობაში, რომელიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით. 3. არც ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს ასეთი ქმედების გამართლების საფუძველი. 4. მოსამსახურეებმა უნდა დაიცვან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოება. 5. ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უნდა იყოს კონფიდენციალური და გამოიყენებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. მუხლი 5🔗. კორუფციასთან ბრძოლა 1. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 2. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი კანონსაწინააღმდეგო ინტერესებისათვის. მუხლი 6🔗. კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა მოსამსახურის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად.