ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2010 საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებშეთანხმების I ოქმის II დანართის ცვლილების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 23.12.2010
ძალაში შესვლა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/170
სარეგისტრაციო კოდი პროდუქციის მოკლე აღწერა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2015
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| CN კოდი | პროდუქციის მოკლე აღწერა |
| 1208.90 | სხვა |
| საქართველოს სახელით | თურქეთის რესპუბლიკის სახელით |
| ბაკურ კვეზერელი | მურათ იაპიცი |
| სოფლის მეურნეობის მინისტრი | ევროკავშირის საქმეთა დირექტორატის გენერალური დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის No1/2016 გადაწყვეტილება „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის №1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების I ოქმის II დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე ერთობლივი კომიტეტის №1/2010 გადაწყვეტილების“ რატიფიცირების შესახებ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვის და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2010
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებშეთანხმების I ოქმის II დანართის ცვლილების შეტანის თაობაზე
ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2010
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების I ოქმის II დანართის ცვლილების შეტანის თაობაზე
ერთობლივი კომიტეტი,
მხედველობაში იღებს რა, 2007 წლის 21 ნოემბერს, ქ თბილისში ხელმოწერილ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (შემდგომში „შეთანხმება“);
მხედველობაში იღებს რა, შეთანხმების 34-ე მუხლს, რომელიც ეხება შეთანხმების დანართებსა და ოქმებში დამატებების შეტანას;
მხედველობაში იღებს რა, შეთანხმების 35-ე მუხლს, რომელიც უფლებას ანიჭებს ერთობლივ კომიტეტს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შეთანხმების ოქმებსა და დანართებში დამატებების შეტანის თაობაზე;
მხედველობაში იღებენ რა, გადაწყვეტილებას №1/2009, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საპროცედურო წესების თაობაზე;
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თურქეთის რესპუბლიკა ქვემოთ ხსენებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის წარმოშობის ადგილსაც წარმოადგენს საქართველო, ქვემოთ ხსენებული მოდალობის კონტექსტში, ცვლის შეღავათებს იმპორტზე. შესაბამისად, ეს პროდუქცია და მასთან დაკავშირებული საშეღავათო მოდალობები დაემატება შეთანხმების I ოქმის II დანართის B ცხრილს
CN კოდი
პროდუქციის მოკლე აღწერა
სატარიფო კვოტის მოცულობა (ტონები)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (MFN) განსაზღვრული საბაჟო გადასახადის შემცირება (%)
1208.90
სხვა
15,000
100
მუხლი 2🔗.
წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის შეთანხმების 34-ე მუხლის შესაბამისად.
რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელისმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე გადაწყვეტილებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 23 დეკემბერს, ორ დედნად ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
თურქეთის რესპუბლიკის სახელით
ბაკურ კვეზერელი
მურათ იაპიცი
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ევროკავშირის საქმეთა დირექტორატის
გენერალური დირექტორი
საგარეო ვაჭრობის ქვესამდივნო