საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.07.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №142
2015 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის №190 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი
1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი
2🔗
მთავარი სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი
3🔗
მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი
4🔗
მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისა (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი
5🔗
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადიციის უზრუნველყოფა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა გარე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი
6🔗
მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა, ექსტრადიცია და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციურ დაწესებულებათა დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავება და მისი განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ე) სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება;
ვ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენის, აღკვეთის, პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და გახორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნის გახორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
მ) მთავარ სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილავს და შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გახორციელება.
თავი III
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი
7🔗
1. მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) გარე დაცვის სამმართველო;
ბ) საბადრაგო სამმართველო.
2. გარე დაცვის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება;
ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
დ) №1 განყოფილება;
ე) №2 განყოფილება;
ვ) №3 განყოფილება;
ზ) №4 განყოფილება;
თ) №5 განყოფილება;
ი) №6 განყოფილება;
კ) №7 განყოფილება;
ლ) №8 განყოფილება;
მ) №9 განყოფილება;
ნ) №10 განყოფილება;
ო) №11 განყოფილება;
პ) №12 განყოფილება;
ჟ) №13 განყოფილება;
რ) №14 განყოფილება;
ს) №15 განყოფილება;
ტ) №16 განყოფილება.
3. საბადრაგო სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) შტაბი (განყოფილება);
ბ) სამორიგეო განყოფილება;
გ) კანცელარია (განყოფილება);
დ) ექსტრადიციის განყოფილება;
ე) თბილისის პირველი განყოფილება;
ვ) თბილისის მეორე განყოფილება;
ზ) თბილისის მესამე განყოფილება;
თ) ქუთაისის განყოფილება;
ი) ბათუმის განყოფილება.
მუხლი
8🔗
1. გარე დაცვის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას, ამზადებს დასკვნებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;
გ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვას (შემდგომში – დასაცავი ობიექტები);
დ) ახორციელებს ღონისძიებებს დაცვის – ტექნიკური საშუალებების დანერგვის, დაცვის -ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
ე) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში არსებული ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
ვ) კონტროლს უწევს დაცულ ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას;
ზ) მონაწილეობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში;
თ) ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს;
ი) მონაწილეობს დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
კ) ორგანიზებას უწევს განყოფილებებს შორის კავშირსა და კოორდინირებულ საქმიანობას;
ლ) უზრუნველყოფს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას;
მ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლსა და პრაქტიკული დახმარების გაწევას;
ნ) მონაწილეობს მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
პ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. გარე დაცვის სამმართველოს ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს დაცვის – ტექნიკური საშუალებების დანერგვას, დაცვის – ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფას, სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
ბ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღებისა და დანერგვის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებას;
დ) ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს;
ე) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, მონაწილეობს სპეციალური ტაქტიკური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში და საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა პირველადი სამხედრო და სპეციალურ მომზადებას, გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევას;
ზ) მონაწილეობს მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, დამუშავებას, შეკრებას, გაანალიზებასა და შესაბამის რეაგირებას, ამასთან, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლასა და გავრცელებას;
გ) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე არსებული ვითარების პერიოდულ შემოწმებასა და კონტროლს, ამოწმებს პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას, წარმოებული დოკუმენტაციის სისწორეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თავისი ძალებით უზრუნველყოფს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრას, ფაქტის წერილობით დაფიქსირებასა და ამ ფაქტის უშუალო ხელმძღვანელისთვის მოხსენებას. გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მიერ, არსებული ძალებით, ხარვეზების გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მიმართავს ხელმძღვანელობას სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და ერთეულის ჩართვის მოთხოვნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. გარე დაცვის სამმართველოს სპეციალური დაცვის განყოფილება:
ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. გარე დაცვის სამმართველოს №1 – №16 განყოფილებები:
ა) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი
9🔗
1. საბადრაგო სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში;
ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას;
გ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს;
დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოებას;
ე) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. საბადრაგო სამმართველოს შტაბი (განყოფილება):
ა) ორგანიზებას უწევს საბადრაგო სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) შეიმუშავებს მეთოდურ სახელმძღვანელოებს და ინსტრუქტაჟს უტარებს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია კორესპონდენციის მიღება-განაწილებაზე და მის შესრულებაზე;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საბადრაგო სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრძანებებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საბადრაგო სამმართველოში წარმოებული ან/და შემოსული დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივებაზე;
ზ) კონტროლს უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა ადგილებში ყოფნისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამანათის მიღების პროცესს და საჭიროებიდან გამომდინარე ახდენს შესაბამისს რეაგირებას;
თ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე საბადრაგო სამმართველოში შემოსული შეტყობინებების დროულად გადაცემას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის/ერთეულებისათვის;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. საბადრაგო სამმართველოს სამორიგეო განყოფილება:
ა) კონტროლს უწევს საბადრაგო სამმართველოზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სპეციალური საშუალებების შენახვას, დაცვას, და უფლებამოსილ პირთათვის იარაღის გაცემის წესს;
ბ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობისაგან შემოსული ინფორმაციის დროულად მიღებასა და ამ ინფორმაციის შემსრულებლამდე დროულად მიწოდებას;
გ) ახორციელებს ელექტრონულ მონიტორინგს მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. საბადრაგო სამმართველოს კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლს და საბადრაგო სამმართველოში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირებასა და არქივისათვის გადაცემას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. საბადრაგო სამმართველოს ექსტრადიციის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ბრალდებულის/მსჯავრდებულისა და ძებნილების საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე უცხო ქვეყნისათვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას;
ბ) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული კორესპონდენციის განხილვა-მომზადებას მსჯავრდებულ ან/და ძებნილ პირთა გადაცემის თაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
6. საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილება:
ა) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას ქ. თბილისის ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოფს გაყვანა/გადაყვანასა და დაცვას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში;
გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებასა და დაცვას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
7. საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილება:
ა) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას ქ. თბილისის ტერიტორიის გარეთ;
ბ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასა და დაცვას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
8. საბადრაგო სამმართველოს თბილისის მესამე განყოფილება:
ა) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისას და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) კონტროლს უწევს საბადრაგო სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ყოფნის სხვა ადგილებში, ახორციელებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზს;
გ) გარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ყოფნის სხვა ადგილებში, საბადრაგო ჯგუფის გაძლიერებას;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) უზრნველყოფს თბილისის მესამე განყოფილების მოსამსახურეთა პროფესიულ, (სპეციალურ) ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, და ამ მიზნით სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოსთან მჭიდრო კავშირს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
9. საბადრაგო სამმართველოს ქუთაისისა და ბათუმის განყოფილებები:
ა) ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში;
ბ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი IV
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 10🔗
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
გ) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებები, აგრეთვე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
დ) უფლებამოსილია მოითხოვოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
ე) კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დაწინაურების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებსა და წინადადებებს;
ზ) შეიმუშავებს ან/და მონაწილეობს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
თ) კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს, მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
კ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, მთავარი სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მთავარ სამმართველოს;
მ) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთვარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო მთვარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მთვარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მთვარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 11🔗
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს მთავარ სამმართველოში მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი
12🔗
1. მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერასა და ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი
13🔗
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი
14🔗
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი
15🔗
1. განყოფილების უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე ან მოადგილეები.
2. განყოფილების უფროსის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. განყოფილების უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს განყოფილების უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში;
ბ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. განყოფილების უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე.
მუხლი 16🔗
1. მთავარ სამმართველოში სამსახურს ეწევიან:
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) უფროსი ინსპექტორი;
გ) ინსპექტორი;
დ) მებრძოლი;
ე) ინსპექტორი (საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში);
ვ) ყარაული;
ზ) ასეულის მეთაური;
თ) ოცეულის მეთაური;
ი) ინსპექტორი (ექიმი);
კ) ასეულის მეთაურის მოადგილე;
ლ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
მ) ინსპექტორი (მორიგე);
ნ) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე);
ო) გუშაგთა ცვლის უფროსი;
პ) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე;
ჟ) ინსპექტორი (გუშაგი);
რ) უმცროსი ინსპექტორი.
2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე.
4. მთავარი სამართველოს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.