📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 02.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016555
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,285 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2015 მიღება
02.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ჯგუფები (სახელი, გვარი) სააგუშაგო (იმ ადგილის დასახელება, სადაც გახსნილია საგუშაგო)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №140 2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს დებულების  შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №236 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 მთავარი სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 3🔗 მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, მშენებელთა №60. მთავარ სამმართველოს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 1. მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისას მონაწილეობის მიღება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ მატერიალურ ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა,  და  შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში  პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში მონაწილეობის მიღება; ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების  დაცვის უზრუნველყოფა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში,  სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. მთავარი სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ მინისტრს და თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე გარდა დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი III მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათ ფუნქციები მუხლი 6🔗 1.მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბი (სამმართველო); ბ) №1 სამმართველო; გ) №2 სამმართველო; დ) №3 სამმართველო; ე) №4 სამმართველო; ვ) №5 სამმართველო; ზ) №6 სამმართველო. 2. სამმართველოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბისა (სამმართველო) უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს. 3. საჭიროების შემთხვევაში, მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეული ვალდებულია აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 7🔗 სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბი (სამმართველო): ა) ორგანიზებას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, აკონტროლებს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას და აანალიზებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას; ბ) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს წვრთნის  პროგრამებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში  საბრძოლო  ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში; გ) აწესრიგებს კავშირგაბმულობის  საკითხებს,  წარმართავს   ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღით,  საინჟინრო-ქიმიური, საიმიტაციო   და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით; დ) ადგენს მორიგეობის გრაფიკებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს; ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 8🔗 1.მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს მთავარ სამმართველოს, წყვეტს მთავარი სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მთავარ სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის; ბ) თვალყურს ადევნებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს მთავარ სამმართველოში შემავალ სამმართველოებს შორის; დ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; ე) პერიოდულად აანალიზებს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს/მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების საჭიროების შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრს ან/და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; მ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას/ვიზირებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის  მოვალეობას, მინისტრის ბრძანებით, ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მთავარ სამმართველოში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 4. მთავარი სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე. მუხლი 9🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას/ვიზირებას; დ) ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს კონკრეტული დავალებისთვის შექმნილ ჯგუფების საქმიანობას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის დირექტორის, ან/და მინისტრის წინაშე. მუხლი 10🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის დირექტორის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობით აკომპლექტებს კონკრეტული დავალების შესრულებისთვის ჯგუფს და განუსაზღვრავს მას ჯგუფის უფროსს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის  წინაშე. მუხლი 11🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. თავი V მთავარი სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება მუხლი 12🔗 1. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, როგორც წესი თავის  საქმიანობას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში. 2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობას განსაზღვრავს და მორიგეობის გრაფიკებს ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი. 3. ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაკუთრებული შემთხვევებისა. 24 საათიანი ცვლაში მომუშავე მოსამსახურის დასვენების დრო არ უნდა იყოს 48 საათზე ნაკლები. 4. ყოველი ახალი მორიგეობის დაწყებისას, დილით მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ხელმძღვანელობით ტარდება მოწყობა. თითოეული სამმართველოს უფროსი კითხულობს სიას და ავსებს სამწყობრო ბარათს (დანართი N1). 5. სიის ამოკითხვისა და სამწყობრო ბარათის შევსების შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მოახსენებს მთავარი სამმართველოს უფროსს  არსებული ვითარების შესახებ. მუხლი 13🔗 1. ყოველი დავალების შესრულებისთვის, სამმართველოს უფროსი   ქმნის ჯგუფს/ჯგუფებს და განსაზღვრავს ჯგუფის უფროსს, მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობით (დანართი №2). 2. სამმართველოს მოსამსახურის სხვა სამმართველოს ჯგუფში მიმაგრების საკითხს წყვეტს მთავარი სამმართველოს უფროსი/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 3. მთავარი სამმართველოს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის პროცესში მონაწილეობისას, სამმართველოს უფროსის მიერ ივსება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჯგუფის შექმნის ტაბელი №3 დანართის შესაბამისად. 4. საგუშაგოებზე განთავსებული ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით სამმართველოს უფროსის მიერ ივსება საგუშაგოს ჯგუფის შექმნის ტაბელი №4 დანართის შესაბამისად. 5. სამმართველოში შესაძლოა შეიქმნა ერთი ან რამდენიმე ჯგუფი. ჯგუფი როგორც წესი შედგება სამმართველოს 4 მოსამსახურისაგან. 6. დავალების შესრულებისას ჯგუფს ხელმძღვანელობს - ჯგუფის უფროსი. 7. ჯგუფის შეიარაღებას, აღჭურვილობასა და სამოქმედო არეალს განსაზღვრავს სამმართველოს უფროსი მთავარი სამმართველოს უფროსთან, ან მისი არყოფნის შემთხვევაში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 8. როგორც წესი ჯგუფი ყალიბდება ერთი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან, გამონაკლის შემთხვევებში, მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობით, შესაძლებელია ჯგუფში სხვა სამმართველოს მოსამსახურის ჩართვა. მუხლი 14🔗 1. მთავარი სამმართველოს თითოეული ინტერვენცის შესახებ, გარდა, ტვირთის გაცილების, მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და დაცვის ობიექტზე საგუშაგოების შექმნის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს მიერ ტვირთის გაცილებისა და დაცვის ობიექტზე საგუშაგოების შექმნის საკითხს ბრძანებით წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი. 3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მთავარი სამმართველოს მონაწილეობის შესახებ, დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. 4. გადაუდებელი აუცილებლობისას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდება დეპარტამენტის შტაბს (სამმართველო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის პროცესში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვასთან დაკავშირებით. დეპარტამენტის შტაბი (სამმართველო) აღნიშნულ საკითხს ათანხმებს დეპარტამენტის დირექტორთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სატელეფონო ზარის საშუალებით ატყობინებს მთავარ სამმართველოს. შეტყობინების მიღების შემდეგ მთავარი სამმართველო მონაწილეობას იღებს ბადრაგირების პროცესში. დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი თანხმობა მთავარი სამმართველოს ბადრაგირების პროცესში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით გამოიცემა ბადრაგირების დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 15🔗 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია იმ სამმართველოს წევრთა ან/და სრული შემადგენლობის სამსახურში გამოძახება, რომლებიც არ არიან სამორიგეო ცვლაში. 2. იმ სამმართველოს წევრთა სამსახურში გამოძახება, რომლებიც არ არიან  სამორიგეო ცვლაში დასაშვებია მთავარი სამმართველოს უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გადაწყვეტილებით. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა გაძლიერებულ მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა, გადაუდებელ შემთხვევებში მინისტრი ბრძანებას გასცემს ზეპირად, რაც წერილობითი ფორმით გამოიცემა ვითარების შეცვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 16🔗 1. სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული დავალების შესრულებისთანავე ჯგუფის უფროსი შესაბამის სამმართველოს უფროსს მოახსენებს შესრულებული დავალების შესახებ ინფორმაციას. 2. სამმართველოს უფროსი თავისი სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას მოახსენებს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, წერილობითი ფორმით. მუხლი 17🔗 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი-საშტატო და საბრძოლო იარაღი; გ) ატაროს და გამოიყენოს სპეციალური საშუალებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბერის №145 ბრძანებით დამტკიცებული  „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. თავი VI მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები და მათი შერჩევის წესი მუხლი 18🔗 მთავარ სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი ინსპექტორები; ბ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში); გ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში); დ) უფროსი ინსპექტორები (საბრძოლო მომზადების დარგში); ე) ინსპექტორები; ვ) ინსპექტორები (ოპერატიული მორიგეები); ზ) ინსპექტორი (საწყობის გამგე); თ) უმცროსი ინსპექტორები; ი) მებრძოლები; მუხლი 19🔗 მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევა  ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 საიდუმლო (შევსების შემდეგ)       -------- 20-  წელი სამწყობრო ბარათი           ----    ----------   20---- წელი სამმართველო №   --- I რაოდენობა II სახელი, გვარი 1. საშტატო განრიგით 2. სიით 3. სახეზე 4.შვებულებაში მყოფი 5.არ გამოცხადდა 6. დაგვიანება 7.დროებით არმყოფი (მიზეზი) 8. განწესი 9. სხვა სამმართველოდან მომაგრებული 10. სხვა სამმართველოში მიმაგრებული სამმართველოს უფროსი (სახელი; გვარი) :    - - - - - - - ---- (ხელმოწერა) დანართი №2             საიდუმლო შევსების შემდეგ       -------- 20-  წელი ვეთანხმები: --------------------------- მთავარი სამმართველოს უფროსი კონკრეტული დავალების შესრულებისთვის ჯგუფის შექმნის ტაბელი № --- სამმართველო ჯგუფები (სახელი, გვარი) კონკრეტული დავალების (ინტერვენციის) მოკლე აღწერილობა ჯგუფის მიზანი და ჩარევის ხასიათი სატრანსპორტო საშუალება, რითიც გადაადგილდებიან/ აღჭურვილობა დავალების შესრულებისთვის ჯგუფის გასვლისა და დაბრუნების დრო 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი: სამმართველოს უფროსი (სახელი; გვარი) :    - - - - - - - ---- (ხელმოწერა) დანართი №3 საიდუმლო (შევსების შემდეგ)      -------- 20-  წელი ვეთანხმები: --------------------------- მთავარი სამმართველოს უფროსი ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჯგუფის შექმნის ტაბელი N --- სამმართველო ჯგუფები (სახელი, გვარი) სატრანსპორტო საშუალება რითიც გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დრო (საათი, წუთი) მიმართულება ჯგუფის მთავარ სამმართველოს მისამართზე დაბრუნების დრო (საათი, წუთი) აღჭურვილობა (იარაღი, სპეც საშუალებები) 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი სამმართველოს უფროსი (სახელი; გვარი) :    - - - - - - - ---- (ხელმოწერა) დანართი №4             საიდუმლო (შევსების შემდეგ)       -------- 20-  წელი ვეთანხმები: --------------------------- მთავარი სამმართველოს უფროსი. საგუშაგოს ჯგუფის შექმნის ტაბელი № --- სამმართველო ჯგუფები (სახელი, გვარი) სააგუშაგო (იმ ადგილის დასახელება, სადაც გახსნილია საგუშაგო) მორიგეობის დაწყების დრო (საათი; წუთი) მორიგეობის დასრულების დრო (საათი; წუთი) სატრანსპორტო საშუალება რითიც გადაადგილდებიან აღჭურვილობა (იარაღი, სპეც საშუალებები) 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი 1. 2. 3. 4. ჯგუფის უფროსი ხელმოწერა: სამმართველოს უფროსი:    - - - - - - - - ჯგუფის უფროსი: 1. - - - - - - - - 2. - - - - - - - - 3. - - - - - - - - 4. - - - - - - - - 5. - - - - - - - - 6. - - - - - - - -