არაყის შინ გამოხდისათვის პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებული საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 420; 1985 წ., №10, მუს., 370, 1986 წ., №6, მუხ. 140):
დაემატოს შემდეგი შინაარსის 1671 მუხლი:
„მუხლი 1671. გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არაყის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, აგრეთვე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა
გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არაყის, ჭაჭის, არაკას, თუთის არაყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა,
გასაღების მიზნის გარეშე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას მანეთამდე“;
205-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 206-ე მუხლში სიტყვები „168-ე მუხლით და“ შეიცვალოს სიტყვებით „1671 და 168-ე მუხლებით“;
209-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის 166-ე შემდეგ დაუმატოს ციფრი „1671“, ხოლო პირველი პუნქტის პირველსა და მეორე აბზაცებში სიტყვები „168-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „1671 და 168-ე მუხლებით“;
249-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები: „შინნახად არაყს და სხვა მაგარ სპირტიან სასმელებს, მათ გამოსახდელ აპარატებს საქმის განხილვის შემდეგ გაანადგურებენ“;
269-ე მუხლს ციფრის „166-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „167“,
2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1973 წ., №6, მუხ. 98, 1982 წ. №12, მუხ. 371; 1985 წ., №10, მუხ. 370):
30-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“;
49-ე და 50-ე მუხლების პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „173-ე მუხლის პირველი ნაწილით“;
173-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გასაღების მიზნის გარეშე არაყის, ჭაჭის, არაკას, თუთის არაყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა, განმეორებით ჩადენილი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, -
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორასიდან ხუთას მანეთამდე“.
3. „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 511 მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებულ პირთა მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის ზომების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულების (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1977 წ., №4, მუხ. 41; 1982 წ., №12, მუხ. 373; 1986 წ., №6 მუხ. 140) მე-3 მუხლში სიტყვები: „ხოლო ანგარებითი სამართალდარღვევისათვის - ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხოლო ანგარებითი სამართალდარღვევისათვის და ლოთობასთან ბრძოლის კანონმდებლობის დარღვევისათვის - სამას მანეთამდე“.
4. „ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, არაყის შინ გამოხდის აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 24 მაისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., №5, მუხ. 156):
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არაყის, ჭაჭის, არაკას, თუთის არაყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას ჯარიმის სახით ასიდან სამას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორასიდან ხუთას მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედებანი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ ბრძანებულების მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე“;
მე-17 მუხლში სიტყვები „მე-16 მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-14 მუხლის პირველი ნაწილით და მე-16 მუხლით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გელაშვილი.
საქართველოს სრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1987 წლის 19 ივნისი
№1304-XI