„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროკურატურის შესახებ 21.10.2008
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნილი არ არის, საპროკურორო საბჭოს ორივე წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტი;“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ერთი და იგივე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. საპროკურორო საბჭოს წევრმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება განახორციელოს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 16 ოქტომბერი 2015 წ. N4334-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4334-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.05.001.017915.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4334-Iს, 16.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.017915 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3020608/