თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8768-11 (სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე
№
2/8768-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
კრედიტორი – სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე
წარმომადგენელი – ლევან ქევხიშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენელმა ლევან ქევხიშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2015 წლის 9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1) სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მეორე რიგის კრედიტორული მოთხოვნის შემცირება 296 169.58 ლარით;
2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეულ იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1) სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მეორე რიგის კრედიტორული მოთხოვნის შემცირება 296 169.58 ლარით;
2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი